Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა. ...

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს საქპატენტის თბილისის ოფისი იმუშავებს 17:30 საათამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ. ...

13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.

სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ისმო-ში ქართველი სპეციალისტების დასაქმების შესაძლებლობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ხაზი გაუსვა ისმო-ში ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტების დასაქმების აუცილებლობას და ვაკანსიებში სწორედ ამ დარგის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას. ასევე, იმსჯელეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებში საკონტაქტო პირების განსაზღვრაზე, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ისმო-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისთვის მიწოდებას. ...

საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin - საქართველო“ გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“ - ის წევრი და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში. ...

დღეს, 27 ოქტომბერს (2016 წ.), გაიხსნა კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ბინინ ვანგმა. ღონისძიებას ესწრება 120 ზე მეტი მეწარმე და ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან და მიმდინარეობს მსჯელობა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე დიზაინისა და შეფუთვის გამოყენებაზე გეოგრაფიული ადგილის ბრენდინგის სტრატეგიებში, ბრენდების რეპუტაციასა და ბაზარზე მათ იმიჯზე, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. ...

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დანაშაულების გამოძიების ფინურ მოდელსა და შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვების გზებს გაეცნენ 25-27 ოქტომბერს (2016 წ.) გამართულ ტრენინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქპატენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ...





tag: