Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქართველო საუბრობს ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის (CEBS) სახელით ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათშორისო კომიტეტის სხდომაზე.

27 თებერვალს გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათაშორისო კომიტეტის 33-ე სხდომა.

კომიტეტის მუშაობის მიზანია ისმო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების პოზიციების დაახლოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო შეთანხმების ტექსტზე, რომელიც უზრუნველყოფს ტრადიციული კულტურული გამოხატულებების ეფექტურ დაცვას.

ტრადიციულ კულტურულ გამოხატულებებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა 2014 წლის აპრილის შემდეგ წელს იმართება და საგულისხმოა, რომ საქართველოს დელეგაცია, აღნიშნული კომიტეტის მუშობაში პირველად მონაწილეობს, როგორც ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონალური ჯფუფის (CEBS) 2017 წლის არჩეული კოორდინატორი.

სხდომაზე, ჯგუფის სახელით, ასევე პირველად წარსდგა საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ანა გობეჩია და ისაუბრა კომიტეტის მომავალი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ, მან ასევე, ხაზი გაუსვა კომიტეტის მუშაობის უფრო ეფექტურად წარმართვის აუცილებლობას, რათა გადაიჭრას მის წინაშე მდგარი ამოცანები.

კომიტეტი მუშაობას დაასრულებს 2017 წლის 3 მარტს.


tag: