Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
შეხვედრა საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის

2016 წლის 12 აპრილს საქპატენტის თბილისის ოფისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ ასოციაციის წევრებს გააცნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მიზნად ისახავდა ადვოკატთა მოსაზრებების მოსმენას დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.


tag: