Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


15-17 მარტს, საქპატენტისა და ისმო-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისათვის ჩატარდა ტრენინგი - ,,ისმო-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის - DL-101 გადამუშავებისა და სწავლების შესახებ“. ...

საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია “IP Direct -International Patent & Trademark Directory“ აგზავნის წერილებს საერთაშორისო ნიშნების განმცხადებლებთან და მათ წარმომადგენლებთან, ნიშნების რეგისტრაციის/გამოქვეყნების საფასურის გადახდის მოთხოვნით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს კავშირი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO/ისმო) და აქვე განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება „ისმოს საერთაშორისო ნიშნების ბიულეტენში“, რომელიც მადრიდის სისტემის ერთადერთი ოფიციალური გამოცემაა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის სისტემით სარგებლობისთვის დადგენილი ნებისმიერი საფასური განმცხადებელმა უნდა გადაუხადოს ისმო-ს შვეიცარულ ფრანკებში.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე უცნობი ორგანიზაციებისგან მიღებული წერილების მიმართ, სადაც საუბარია უნებართვო მომსახურებებისათვის საფასურის გადახდაზე. მსგავსი კორესპონდენციის საეჭვო წარმომავლობის შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია პატენტრწმუნებულთან ან დაგვიკავშირდით: info@sakpatenti.org.ge, ტელ: 2 25 25 33. ...

6 მარტს, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე საქმიანი ვიზიტით ქ. კიშინიოვში იმყოფებოდა, სადაც მოლდოვასა და საქართველოს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს - AGEPI-ს გენერალურ დირექტორთან ოქტავიან აპოსტოლთან, და უწყების სხვა წარმომადგენლებთან. ...

2 – 4 მარტს (2017 წ.) სტამბულში მოეწყო გამოგონებების საერთაშორისო გამოფენა , სადაც 24 ქვეყნის 264 ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი. გამოფენაზე 4207 რეგისტრირებული ვიზიტორისთვის წარმოადგინეს 324 გამოგონება. ღონისძიება თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, ასევე, გამომგონებლების საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და თურქეთის საპატენტო უწყების ორგანიზებით ჩატარდა. საქპატენტის გამოფენაში მონაწილეობის მიზანი იყო ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნის, თურქეთის მხრიდან საქართველოსთვის საპატენტო განაცხადების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა. ...

27 თებერვალს გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათაშორისო კომიტეტის 33-ე სხდომა.

კომიტეტის მუშაობის მიზანია ისმო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების პოზიციების დაახლოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო შეთანხმების ტექსტზე, რომელიც უზრუნველყოფს ტრადიციული კულტურული გამოხატულებების ეფექტურ დაცვას. ...

2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა.

წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“, პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“. ...

19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა. ...

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს საქპატენტის თბილისის ოფისი იმუშავებს 17:30 საათამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ. ...

13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.

სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ისმო-ში ქართველი სპეციალისტების დასაქმების შესაძლებლობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ხაზი გაუსვა ისმო-ში ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტების დასაქმების აუცილებლობას და ვაკანსიებში სწორედ ამ დარგის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას. ასევე, იმსჯელეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებში საკონტაქტო პირების განსაზღვრაზე, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ისმო-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისთვის მიწოდებას. ...





tag: