Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა. ...

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს საქპატენტის თბილისის ოფისი იმუშავებს 17:30 საათამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ. ...

13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.

სამუშაო ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმსჯელეს ისმო-ში ქართველი სპეციალისტების დასაქმების შესაძლებლობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ხაზი გაუსვა ისმო-ში ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტების დასაქმების აუცილებლობას და ვაკანსიებში სწორედ ამ დარგის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას. ასევე, იმსჯელეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებში საკონტაქტო პირების განსაზღვრაზე, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ისმო-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისთვის მიწოდებას. ...

საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin - საქართველო“ გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“ - ის წევრი და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში. ...

დღეს, 27 ოქტომბერს (2016 წ.), გაიხსნა კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ბინინ ვანგმა. ღონისძიებას ესწრება 120 ზე მეტი მეწარმე და ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან და მიმდინარეობს მსჯელობა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე დიზაინისა და შეფუთვის გამოყენებაზე გეოგრაფიული ადგილის ბრენდინგის სტრატეგიებში, ბრენდების რეპუტაციასა და ბაზარზე მათ იმიჯზე, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. ...

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დანაშაულების გამოძიების ფინურ მოდელსა და შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვების გზებს გაეცნენ 25-27 ოქტომბერს (2016 წ.) გამართულ ტრენინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქპატენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ...

29 სექტემბერს (2016 წ.), საქპატენტმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იური ბოშიტსკის უმასპინძლა. შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ და პროფესორმა ბოშიტსკიმ ისუბრეს უკრაინასა და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, დასახეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე ოფიციალურად მიწვეულ იქნა კიევის სამართლის უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე სტუდენტებისათვის ლექციის წასაკითხად. ...

ბიზნესის განვითარების ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს 28 სექტემბერს (2016 წ.) გამართულ კონფერენციაზე „ქალის როლი ქვეყნის განვითარებაში“. ასამდე მეწარმე ქალი გაეცნო სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის მხარდამჭერ პროგრამებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღების ახალ შესაძლებლობებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის თავჯდომარის მოადგილე, სოფიო მუჯირი, ღონისძიების მონაწილეებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ინსტრუმენტებზე ესაუბრა. საკითხის მიმართ აუდიტორიის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, დაიგეგმა მეწარმე ქალებისთვის თემატური შეხვედრების გამართვა, სადაც იმსჯელებენ ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების შესახებ. ...

საქპატენტს IDFI-ის სიგელი კიდევ ერთხელ გადაეცა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დასახელდა 55 სახელმწიფო უწყებას შორის, რომელსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი, ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს, 28 სექტემბერს (2016 წ.) სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. ღონისძიებას, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, მე-7 წელია ატარებს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო და სხვა საჯარო დაწესებულების რეიტინგში საქპატენტი მეორე ადგილზეა. ...

26 სექტემბერს, თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ავსტრიის საპატენტო ოფისის (APO) დელეგაცია, პრეზიდენტის, მარიანა კარეპოვას ხელმძღვანელობით. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და APO-ს წარმომადგენლებს შორის საქპატენტის ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, სადაც ასახული იქნება ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა: კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქპატენტის ექსპერტებისთვის ტრეინინგები ავსტრიაში; კონსულტაციები საინოვაციო საქმიანობის განვითარებასთან და საპატენტო ვაუჩერების პროგრამასთან დაკავშირებით; ავსტრიელი ექსპერტების მონაწილეობით სასწავლო კურსის გამართვა საქპატენტის სასწავლო ცენტრში. ...

15 -16 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში’’, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, გაიმართება რეგიონალური კონფერენცია თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგია“.

კონფერენციაზე განხილულ იქნება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სტრატეგიის პროექტი. იმსჯელებენ შემუშავებული სტრატეგიის ეფექტური განხორციელების მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში. ...

ამა წლის 13-14 სექტემბერს საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი შერიფ საადალა.

საქპატენტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ გოგილიძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქპატენტი/ისმო-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის ერთობლივი პროექტის მიმდინარეობა და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, როგორიცაა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ საქართველოში პროფესიული რეგიონალური კურსის შემუშავება , სასკოლო ასაკის მოსწავლეების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განათლების პროექტებში მონაწილეობა, მოსამართლეებისათვის შემუშავებულ საგანმანათლებლო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობა, ისმო-ს აკადემიის კურსების ქართულ ენაზე თარგმნა და ადაპტირება. ...

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა და „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ. ...

ქ.ბათუმი, 1 აგვისტო, 2016 წ. - დღეს ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.

აღნიშნული კონფერენცია კარგ პლატფორმას წარმოადგენს კერძო სექტორის ცნობიერების ასამაღლებლად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების, ასევე, DCFTA-ს შეთანხმების ფარგლებში მომზადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიურობის გაზრდას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით. ...

26 ივლისს (2016 წ.), TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქპატენტის ორგანიზებით, გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნენ ევროკავშირის კანონმდებლობას, მიდგომებსა და გამოცდილებას „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული დარღვევები და საავტორო უფლებების აღსრულების სამართლებრივი ინსტუმენტები. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს ინტერნეტ მეკობრეობასთან მრძოლის მექანიზმებსა და ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობაზე. ...

25 ივლისს (2016 წ.) გაიხსნა „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის“ საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA საქართველო. წელს საქართველო 15 ევროპული ქვეყნის 35 სტუდენტს მასპინძლობს, რომელთაც ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე. სტუდენტები ეწვევიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქპატენტს. საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ ინტელეატუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები. ასევე, მოწვეულია მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან. ...



2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20  Next >> 
tag: