Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი

გადახდა ხორციელდება გადახდის თარიღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით.

საქპატენტის საიდენტიფიკაციო კოდი: 203831363

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შეიცვალა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ საბანკო რეკვიზიტები.
2015 წლის 1 იანვრიდან საბანკო ოპერაციებისათვის, გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:

საიდენტიფიკაციო კოდი - 203831363
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი (GEL) - 707807132

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილებით დამტკიცებულია საქპატენტში ინტელექტუალურ საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის საფასურები.

საფასურები დამტკიცებულია აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, შესაბამისად რეზიდენტი პირები გადახდას ანხორციელებენ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

საფასურებში გათვალისწინებულია შეღავათები, კერძოდ: გამომგონებლებზე, დიზაინერებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელებსა და დიზაინერებზე - 90%-იანი შეღავათი.

აღსანიშნავია რომ სტუდენტმა, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულებმა, საგანაცხადო მასალებს თან უნდა დაურთონ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მათ სტატუსს. ზემოაღნიშნული შეღავათები განმცხადებელზე გავრცელდება მხოლოდ ამ შემთხვევაში.

 

 

 

 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და 541 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე „საქპატენტის“ მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები:

1. გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №1).

2. სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №2).

3. დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №3).

4. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №4).

5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №5).

6. ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №6).

 

მუხლი 11. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასური არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე მომსახურების გაწევისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 2

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის №51 ბრძანება „სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვის საფასურების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს დადგენილების ამოქმედების თარიღის შემდეგ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადებზე.

    მუხლი 4

№4 დანართის მე-40 და 41-ე გრაფით გათვალისწინებული საფასურები ამოქმედდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.

    მუხლი 5

განაცხადზე, რომელზეც ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საქმისწარმოება, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის საქპატენტში შეტანის დროს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ.,

 მუხ.1390

    მუხლი 51

ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საქპატენტში შესული სააპელაციო საჩივრების განხილვაზე, მათ შორის, იმ სააპელაციო საჩივრებზე, რომლებიც შეეხება დადგენილების ამოქმედებამდე საქპატენტში შესულ განაცხადებს, გავრცელდეს თანდართული საფასურები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

 

მუხლი 6

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე განმცხადებელ გამომგონებლებზე, დიზაინერებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებზე და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფასურების გადახდისაგან გათავისუფლდნენ საქართველოს სამინისტროები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №688 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.

    მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

დანართი 1

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

ქმედება

აშშ დოლარი    (ევივა

ლენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრი­ო­რი­ტეტის მოთხოვნით

120

არსობრივი ექსპერტიზა

3.

დაცვის ობიექტის დადგენა

90

4.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხ­ლზე

180

5.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ ყოველ და­მო­უკი­­დე­ბელ მუხლზე

120

გამოქვეყნება

6.

30 გვერდამდე საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება

60

7.

 30 გვერდზე მეტი საგანაცხადო მასალების გამოქვეყ­ნება ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

8.

პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნე­ბა

200

9.

ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემ­თხვევაშიოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

10.

პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებ­ში, ყოველწლიურად

50

11.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებ­ში, ყოველწლიურად

70

12.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერ­­მე­ტე წლებში, ყოველწლიურად

170

13.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მე­თო­თხ­მეტე წლებში, ყოველწლიურად

250

14.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვ­­მეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად

300

15.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრა­მეტე, მეო­ცე წლებში, ყოველწლიურად

500

16.

სამედიცინო პროდუქტისათვის გამოგონების პატენ­ტის  მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნა ყოვე­ლი ერთი წლით

100

17.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

18.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერა­ციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვა­ლის­­წინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

19.

საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერ­თი თვის შემდეგ

250

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით

20.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლი­ლე­ბე­ბის შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

21.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

22.

გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მო­დე­ლის განაცხადად

50

23.

სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამო­გო­ნების განაცხადად

70

24.

საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითო­­ულ განაცხადზე

150

25.

პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩა­ტა­რება

180

26.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

27.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა განაცხადის წარ­დგენის შემდეგ

60

28.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით და­მო­უკი­დე­ბელ მუხლზე ტექნიკის დონის დასკვნის შემ­დეგ

120

29.

განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გა­ცემა

30

30.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერ­თ პატენტზე

60

31.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

32.

დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რე­ეს­ტრიდან

30

33.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

34.

სააპელაციო საჩივრის განხილვა გამოგონებაზე

360

35.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა სა­განაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პა­ტენტ­ზე

10

36.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მა­სა­ლების 30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე

2

37.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გა­დახ­დის შესახებ

5

38.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

100

39.

რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩა­ტა­რება

30

--------------------

4.*, 5.*, 28.* თუ განაცხადზე  „საქპატენტში“  წარდგენილი იქნება საერთაშორისო მოძიების ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით.

დანართი 2

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

 სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

 

ქმედება

 

აშშ დოლარი (ევივა

ლენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენ­ციო პრიო­რი­ტეტის მოთხოვნით

120

არსობრივი ექსპერტიზა

3.

დაცვის ობიექტის და სიახლის დადგენა

90

გამოქვეყნება

4.

 30 გვერდამდე საგანაცხადო მასალების გამოქ­ვეყ­ნე­ბა

60

5.

30 გვერდზე მეტი საგანაცხადო მასალების გამოქ­ვეყ­ნება ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

6.

პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გა­ცემა და პირველი ორი წლით  ძალის შენარჩუნება

170

7.

პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებ­ში, ყო­ველ­წლიურად

50

8.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებ­ში, ყო­ველწლიურად

70

9.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებ­ში, ყო­ველწლიურად

170

10.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყო­ველწლიურად

300

11.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

12.

ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში ყოვე­ლი დამატებითი საპატენტო სი­გე­ლის გაცემა

20

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

13.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათ­ვა­ლისწინებით და განაცხადის მასალების გადაგ­ზავ­ნა

100

14.

საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა  ერთი თვის შემდეგ

250

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე პირის მოთხოვნით

15.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლი­ლე­ბების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

16.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრ­ძე­ლე­ბა ყოვე­ლი ერთი თვით

30

17.

საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თი­თოეულ განაცხადზე

150

18.

პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერ­ტი­ზის ჩატარება

180

19.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

20.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმა­ლუ­რი ექს­პერ­ტიზის დასრულების შემდეგ

60

21.

განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზა­დე­ბა და გაცემა

30

22.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექა­ნი­კუ­რი შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმარ­­ვით ყოველ ერთ პატენტზე

60

23.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

24.

დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან

30

25.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შე­­სა­ხებ

5

26.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

27.

სააპელაციო საჩივრის განხილვა სასარგებლო მო­დელ­ზე

360

28.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პა­ტენტ­ზე

10

29.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე

2

30.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირე­ბუ­ლი დაკარ­გული უფლებების აღდგენა

100

31.

რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიებ­ის ჩატარება

30

       

                                  

დანართი 3

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

ქმედება

 

აშშ დოლარი (ეკვივა‑

ლენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

50

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოე­ულ დამატებით დი­ზაინზე

10

3.

საკონვენციო პრიო­რიტეტის მოთხოვნა

30

4.

საკონვენციო პრიო­რიტეტის მოთხოვნა თითოე­ულ დამატებით დიზაინზე

10

არსობრივი ექსპერტიზა

5.

არსობრივი ექსპერტიზა

80

6.

არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დი­ზაინზე

10

გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება

7.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება

10

8.

 

ერთზე მეტი დიზაინის მფლობელის არსებობის შემთხვევაში ყოვე­ლი დამატებითი მოწმობის გა­ცე­მა

20

9.

 

დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირ­ველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება

100

10.

 

დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირ­ველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თი­თო­ეულ დამატებით დიზაინზე

10

11.

მეორე ხუთი წლით რეგისტრაციის ძალის შენ­არ­ჩუ­ნება

80

12.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

13.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით

100

14.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

15.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით 

300

16.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

30

17.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით 

550

18.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

50

ქმედებები განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე  პირის  მოთხოვნით

19.

რეგისტრაციის აღდგენა

100

20.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლი­ლებების შე­ტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

21.

ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმარ­თვის მოთ­ხოვ­ნით თითოეულ დამატებით დიზა­ინ­ზე

40

22.

გამოქვეყნების გადადება

100

23.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგ­რ­ძე­ლ­ება ყოვე­ლი ერთი თვით

30

24.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

25.

განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

26.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზა­დება და გაცემა

30

27.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

60

28.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გა­დახდის შე­სახებ

5

29.

ხელშეკრულების რეგისტრაცია 

100

30.

სააპელაციო საჩივრის განხილვა

200

31.

სააპელაციო საჩივრის  განხილვა თითოეულ და­მა­ტებით დიზაინზე

20

32.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა თითოეულ მოწმობაში

20

33.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დაკარგული უფლებების აღდგენა

30

დაჩქარებული რეგისტრაცია

34.

დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერ­ტი­ზა

100

35.

დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერ­ტი­ზა თითო­ეულ დამატებით დიზაინზე

20

36.

დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა

160

37.

დაჩქარებული  არსობრივი ექსპერტიზა თითო­ე­ულ დამატებით დიზაინზე

20

38.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა

60

39.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

40.

ერთი დიზაინის  გამოქვეყნება

20

41.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება

200

42.

ერთზე მეტი დიზაინის მფლობელის არსებობის შე­მ­თხვევაში ყოვე­ლი დამატებითი მოწმობის გა­ცე­მა

 

20

       

 

დანართი 4

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები        

 

 

ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივა‑

ლენტი ეროვნულ ვალუტაში)

1.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერ­ტიზა სა­ქონ­ლის ერთ კლასზე

90

2.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერ­ტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლას­ზე

50

3.

კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვ­ნების ექს­პერ­­ტი­ზა საქონლის ერთ კლასზე

150

4.

კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვ­ნე­ბის ექს­პერ­ტიზა სა­ქონ­ლის ყოველ ერთზე მეტ კლას­ზე

90

5.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა

30

6.

სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

120

7.

კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

310

8.

გამოქვეყნება

60

9.

განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

90

10.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გა­ცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

150

11.

ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთ­ხ­ვევაში ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

30

12.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგ­რძე­ლება მომ­დევ­ნო ათი წლით საქონლის ერთ კლას­ზე

300

13.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგ­რძე­ლება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერ­თზე მეტ კლას­ზე

50

14.

კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

550

15.

 

კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგ­რ­ძე­ლება მომ­დევნო ათი წლით საქონლის ერთ კლას­ზე

550

16.

კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძ­ე­ლება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

17.

საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადა­გ­ზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფ­ლიო ორგანიზა­ციის (ისმო) საერთაშორისო ბიუ­როში

60

18.

დამატებითი გავრცელების შესახებ საერთა­შო­რი­სო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექ­ტუალური საკუთრების მსოფლიო ორ­გა­ნიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

19.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლი­ლე­ბე­ბის შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

60

20.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

50

21.

ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმარ­თვით ყო­ველ ერთ ნიშანზე

60

22.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

30

23.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა

30

24.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

90

25.

მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა

30

26.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

27.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნი­შანზე

90

28.

სააპელაციო საჩივრის  განხილვა სასაქონლო ნი­შანზე

200

29.

სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ნი­შანზე

400

30.

მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგ­რძ­ელება ერთი თვით

30

31.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქო­ნ­ლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

200

32.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონ­ლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

300

33.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური  ექ­სპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლას­ზე

100

34.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონ­ლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

35.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედუ­რით და ათი წლით ძალის შენარჩუნება

 

340

36.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედუ­რით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ და­მატებით კლასზე

100

ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის

 

ქმედება

 

შვეიცარიული ფრანკი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

37.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტ­რა­ციის გავრ­ცე­ლება საქართველოზე ათი წლით, სა­ქონლის ერთ კლას­ზე

314

38.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრა­ციის გავრ­ცელება საქართველოზე ათი წლით, სა­ქონლის ყო­ველ ერთზე მეტ კლასზე

115

39.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგის­ტრა­ციის ძა­ლის შენარ­ჩუნება მომდევნო ათი წლით, სა­ქონლის ერთ კლასზე

314

40.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრა­ციის ძა­ლის შენარ­ჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთზე მეტ კლასზე

115

 

 

 

 

 

დანართი  №5

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

1.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე განაცხადის ექსპერტიზა

40

2.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია

20

3.

ცვლილებების შეტანა რეესტრში

30

4.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა

30

 

დანართი №6

ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან

დაკავშირებული საფასურები

ქმედება

ლარი

1.

ნაწარმოების დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

2.

მონაცემთა ბაზის დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

3.

დეპონირების მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასური

5

 


tag: