Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ინტელექტუალური საკუთრების ბიბლიოთეკა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს ინტელექტუალური საკუთრების ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საპატენტო ინფორმაციის უნიკალური და მუდმივად განახლებადი ფონდი.

ბიბლიოთეკაში მომხმარებელს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს:

  • ინფორმაცია სამრეწველო საკუთრების დაცვისუნარიანი ობიექტების გამოსავლენად და განაცხადის სწორად გაფორმების შესახებ;
  • პირველადი დახმარება სარეგისტრაციოდ წარსადგენი საპატენტო ობიექტის საერთაშორისო საკლასიფიკაციო ინდექსისა და სასაქონლო ნიშნის საქონლის კლასების დასადგენად;
  • პატენტების აღწერილობებისა და  დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციების ასლები.   

ბიბლიოთეკაში მკითხველს აქვს ყველა პირობა გაეცნოს:

  • საქპატენტში რეგისტრირებული პატენტების აღწერილობებს;
  • საზღვარგარეთის ქვეყნების საპატენტო ინფორმაციას CD და DVD-ROM დისკებზე;
  • ინტელექტუალური საკუთრების სფეროსთან დაკავშირებულ ქართულ და უცხო ენებზე გამოცემულ დარგობრივ ლიტერატურას;
  • საქპატენტის გამოცემებს:

·  სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენებს;

·  სისტემურ საძიებლებს;

·   წლიურ ანგარიშებს;

·   ქართულ ენაზე თარგმნილ საერთაშორისო კლასიფიკატორებს;

·   წიგნებს, ჟურნალებს, ბროშურებს და სხვა.

ბიბლიოთეკაში არსებული ეროვნული საპატენტო ფონდი ამჟამად  მოიცავს  გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტების 6900-მდე აღწერილობას, რომლებიც ინახება ელექტრონულ მატარებლებზე სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენებისა და საერთაშორისო კლასიფიკატორების შესაბამისად შედგენილი სისტემური და ნუმერაციული კატალოგების სახით.

საქპატენტის ბიბლიოთეკაში დაცულია საზღვარგარეთის რიგი ქვეყნების საპატენტო ინფორმაცია CD და DVD-ROM დისკებზე. მათ შორისაა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის საპატენტო უწყების, ავსტრიის, რუსეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების საპატენტო დოკუმენტაცია. მკითხველთათვის ხელმისაწვდომია 1000­-ზე მეტი დასახელების  ინტელექტუალური საკუთრების დარგობრივი ლიტერატურა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციები, სხვადასხვა საერთაშორისო საპატენტო  კლასიფიკატორები ქართულ და უცხოურ ენებზე, სამეცნიერო­-ტექნიკური ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და ცნობარები.

 

 

მის.: 0179, ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქ.  N31

ტელ.: 225 25 33


tag: