Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი

          მცენარის ჯიში არის გენეტიკური თავისებურებით განპირობებული ორგანიზმი, რომელიც ამა თუ იმ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ავლენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რაც ვლინდება მიღებული პროდუქტის რაოდენობასა და ხარისხში.
       მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის აუცილებლობა ნაკარნახევია მცენარიდან მიღებული მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების აუცილებლობით, რაც მიიღწევა სასელექციო მუშაობით.

         სასელექციო მუშაობა წარმოებს თაობაში შენარჩუნებული სასარგებლო ნიშან-თვისებების მქონე საუკეთესო მცენარეთა გამორჩევისა და გამრავლების გზით ისეთი მცენარის ჯიშის მისაღებად, რომელიც სრულად უპასუხებს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთან, რომელიც არსებულ ჯიშებთან შედარებით იქნება ახალი, განსხვავებული, ერთგვაროვანი და თაობაში სტაბილური.

ტრადიციული სასელექციო მუშაობის 15 და მეტი წელია საჭირო ახალი ჯიშის გამოსაყვანად, მრავალწლიანი, მაგალითად ხეხილოვანი, კულტურების გამოყვანა კიდევ უფრო ხანგრძლივ დროსა და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის, ან გამოვლენისა და გაუმჯობესების პროცესი ადამიანის მიზანმიმართული შემოქმედებითი საქმიანობაა და ასეთი შრომის ნაყოფი კი განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომელსაც ესაჭიროება სამართლებრივი დაცვა, რათა ახალი ჯიშის სელექციონერს ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალის რეალიზაციის გზით მიიღოს გაწეული შრომისა და მატერიალური დანახარჯების ანაზღაურება და გარკვეული მოგება, როგორც ჯილდო მიღწეული წარმატებისათვის.

მცენარის ახალი ჯიშის სამართლებრივი დაცვა ხდება სელექციონერისათვის განსაკუთრებული უფლების მინიჭებით, რომლის პირობებსაც ადგენს შესაბამისი კანონმდებლობა.

საქართველოში ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია და ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციის 23- მუხლით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1101 მუხლის თანახმად, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება მოწმობის გაცემით.

მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის გააქტიურებამ და, ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ახალი ჯიშების სელექციონერთა განსაკუთრებული უფლებების მოპოვების მიმართ მოთხოვნებისა და ამ უფლებების დაცვის პირობების უნიფიცირების აუცილებლობამ განაპირობა დაინტერესებული ქვეყნების მიერ მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღება, რომლის ხელმოწერაც მოხდა პარიზში 1961 წელს (ძალაში შევიდა 1968 წელს, გადასინჯული იქნა ჟენევაში 1972, 1978 და 1991 წლებში).

UPOV-ისს კონვენციის თანახმად შექმნილია კავშირი, რომლის შტაბბინაც განლაგებულია ჟენევაში და რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობათა მოთხოვნების ჰარმონიზება და საამისოდ მეთოდური და ტექნიკური დახმარების გაწევა.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მოსამზადებელ პერიოდთან ერთად დაიწყო შესაბამისი სამუშაოები უპოვ UPOV -ის კონვენციასთან საქართველოს შეერთების მიმართულებით, რადგან მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვა ვმო- წევრი ქვეყნების ვალდებულებაა TRIPS შეთანხმების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ UPOV-ის კონვენციასთან საქართველოს შეერთებას ითვალისწინებდა, აგრეთვე, საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება პარტნიორობისა და კოოპერაციის შესახებ.

 საქართველოს კანონი სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ, რომელიც, მიღებულ იყო 1996 წელს, განხილული იქნა UPOV-ის მე-16 საგანგებო სესიაზე 1999 წლის 26 მარტს კანონის კონვენციის 1991 წლის აქტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. წარმოდგენილ დასკვნაში კანონის მიმართ აღინიშნა  სამართლებრივი ხასიათის შეუსაბამობანი და ხარვეზები, რომელთა გამოსწორება კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით უნდა განხორციელებულიყო.

საქართველოს UPOV-ის კონვენციასთან შეერთების მომზადების, ამიერკავკასიაში მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის მდგომარეობის შეფასებისა და ამ სფეროში სხვა ქვეყნების მოწინავე გამოცდილების გაზიარებისათვის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ("UPOV"-) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (ისმო), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" დახმარებით 1999 წლის 5-7 ოქტომბერს, თბილისში ჩაატარა კავკასიის რეგიონალური სემინარიმცენარეთა ახალი ჯიშების დაცვა, საპატენტო სისტემა და TRIPS -ის შეთანხმება.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ UPOV-ის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. სემინარს მოხსენდა  აღნიშნულ ქვეყნებში მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

    იმ დროს, სელექციური მიღწევების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე - UPOV ის  დასკვნაში ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსწორება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა "სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებით (1999 .), რომლის დანართში "ბოტანიკური გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი, რომელთაც მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშები ექვემდებარება სამართლებრივ დაცვას და გასავრცელებლად დაშვებას", შევიდა 67 ერთწლიანი და 26 მრავალწლიანი კულტურა. ეს კანონი ამჟამადაც მოქმედებს.

აღნიშნული კანონის თანახმად შექმნილი (1999.) საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრი – "საქჯიშცენტრის" ფუნქციას და მოვალეობას შეადგენდა მცენარეთა ახალ ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების უზრუნველყოფა, სამართლებრივი დაცვის ან/და გასავრცელებლად დაშვების განაცხადის მიღება, გადაწყვეტილების გამოტანა, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.

"საქჯიშცენტრში" მისი არსებობის 7 წლის განმავლობაში შემოტანილი იყო სამართლებრივი დაცვის ან/და გასავრცელებლად დაშვების 35 განაცხადი, რომელთა განხილვის შედეგების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 13 ივნისის¹ 2-145 ბრძანებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების 16 ჯიში გასავრცელებლად დაიშვა საქართველოს ტერიტორიაზემათ შორის: სტაფილოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის, მუხუდოს, სოიას, ოსპის, ლობიოსა და სიმინდის ჯიშები. რაც შეეხება სამართლებრივი დაცვის განაცხადების განხილვის მდგომარეობას, მათზე ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან ვერ ჩატარდა წარმოდგენილი ჯიშების ექსპერტიზა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნობასა და სტაბილურობაზე, უპოვ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, და ამ განაცხადებზე საქმისწარმოება შეჩერებულ იქნა.

"საქჯიშცენტრმა" 2001-2005 წლებში გამოსცა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენის სამი ნომერი, რომლებშიც გამოქვეყნებულია მიღებული განაცხადები და მათზე მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საინსტრუქციო მასალები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგად, "სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად (2005 .), მე-5 მუხლის თანახმად მცენარეთა ახალ ჯიშებზე სელექციონერის უფლებების სამართლებრივი დაცვის ფუნქცია გადაეცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს "საქპატენტს". საქპატენტში ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურა – "ახალი ჯიშების დეპარტამენტი”, რომლის ფუნქციასა და მოვალეობას შეადგენს კანონპროექტებზე მუშაობა, მათ შორის ინსტრუქციების მომზადება,  მცენარისა და ცხოველის ახალი ჯიშების განაცხადების მიღება და სელექციონერის უფლების მინიჭების უზრუნველყოფა.

ამავე კანონის 27- მუხლის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა "საქპატენტმა" შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა საქართველოს კანონის პროექტები: "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ" და "ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ". ამავე მუხლის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა "საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრი– "საქჯიშცენტრი".

            საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ნოემბრის¹ 2079-II-ის დადგენილებით რატიფიცირდა"მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის" საერთაშორისო კონვენცია.

აღსანიშნავია, რომ UPOV -ის კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელია, რომ ქვეყნის კანონმდებლობა  სრულ შესაბამისობაში იყოს  ამ კონვენციის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, კონვენციით განსაზღვრული პროცედურით, ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს UPOV -ის საბჭოს მიერ და მხოლოდ მისი დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეიძლება გახდეს ქვეყანა "უპოვ"-ის წევრი.

            "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტის - UPOVის ოფისში 2006 წლის სექტემბერს წინასწარი განხილვის დროს მიღებული შენიშვნების იმავე წლის ნოემბერში UPOV -ისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ სემინარზე განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა  2006 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა აღნიშნული კანონპროექტი,ხოლო UPOV -ის 24- საგანგებო სესიის (25-31 მარტი, 2007.) გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა UPOV -ის კონვენციას.

             საქართველოს UPOVის წევრობა და საერთაშორისო სამართალში აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებული ახალი ქართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სასელექციო საქმიანობის აღორძინებას და ჩვენი სელექციური მიღწევების უკეთ დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

           ქართველი სელექციონერები UPOV -ის წევრ ქვეყანაში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ისარგებლებენ ისეთივე უფლებებით, როგორითაც სარგებლობენ ამ ქვეყნების სელექციონერები.

           "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის (2006) 45- მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2007 წლის 30 აგვისტოს ¹2-132 ბრძანებით დაამტკიცა "მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შედავებების განხილვის წესის, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი’’.

            აღნიშნული წესი წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს განაცხადის "საქპატენტში" წარდგენისათვის, მისი განხილვისა და სხვა პროცედურების განხორციელებისათვის, მცენარის ახალი ჯიშის რეგისტაციისა და მასზე მოწმობის გაცემისათვის.

             მცენარის ახალი ჯიშის გამოყენებაზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა მისი დარეგისტრირების დღიდან 25 წელია, მრავალწლიანი კულტურებისათვის -30წელი. (მუხლი4)

სელექციონერად ითვლება პირი,რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში, სამუშაოს მიმცემი ან აღნიშნული პირის უფებამონაცვლე (მუხლი2).

             მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებია: სიახლე, განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა (მუხლი10).

            მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ, ან მისი თანხმობით, არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და არ გადაცემულა სხვა გზით მესამე პირისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 1 წლით ადრე; სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საქპატეტში განაცხადის შეტანამდე 4 წლით ადრე; ხე-მცენარეების შემთხვევაში – 6 წლით ადრე.

კანონით დაშვებულია გამონაკლისები, როცა ჯიშს აღარ გააჩნია სიახლე, თუმცა არის საფუძველი სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის.

             მცენარის ჯიშის განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შემოწმება ხდება ჯიშის ორი ვეგეტაციის განმავლობაში გამოცდის შედეგების მიხედვით, ძირითადად UPOV -ის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში სათანადო აკრედიტაციის მქონე პირის მიერ.

            ყველა კულტურაზე, რომელთან მიკუთვნებულ ჯიშებზეც იქნება წარდგენილი განაცხადი მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციაზე, კანონის შესაბამისად, უნდა იყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით დამტკიცებული ამ კულტურის ჯიშთგამოცდის მეთოდიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

           აღნიშნული მეთოდიკა სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელიც წარადგენს საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში განაცხადს ამა თუ იმ კულტურის ან კულტურათა ჯგუფს მიკუთვნებული ჯიშების გამოცდისათვის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობაზე, თუმცა კანონმდებლობა უშვებს შემთხვევას, როცა ასეთი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ან უკვე ჩატარდა UPOV -ის წევრ სხვა ქვეყანაში.

           ახალი ჯიშების დაცვის სისტემის ეფექტურობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კვალიფიციური კადრების არსებობაზე, რომლებიც სრულად უნდა ფლობდნენ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებულ თანამედროვე მიდგომებს და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს UPOV–ის დისტანციური სწავლების კურსები, რომელიც ხორციელდება რამდენიმე ენაზე, მათ შორის, ინგლისურად. UPOV -ის ვებგვერდის მისამართია  www.upov.org.

          ვფიქრობთ, რომ ასეთი სწავლება შეიძლება გაიარონ ამ სფეროში დასაქმებულმა პირებმა. საქპატენტი მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია და აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება ამ კურსის გასავლელად.

აღსანიშნავია, რომ UPOV-ის დაუსწრებელი სწავლების კურსი – "მცენარეთა ჯიშების დაცვა UPOV-ის კონვენციის მიხედვით" - უკვე გაიარა ახალი ჯიშების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობის პროფესიულად განხორციელებას.

           საქპატენტისათვის ახალი ჯიშების დაცვის ფუნქციის გადაცემით დაჩქარდა პრობლემური  საკითხების გადაწყვეტა, სამართლებრივი თვალსაზრისით დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდა ეს საქმიანობა.

 

 

 


tag: