გეოგრაფიულ აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს, გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ამ თემაზე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენელმა მიიღო.
რეგიონული შეხვედრის ორგანიზატორი იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), თურქეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებასთან „თურქპატენტან“, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტის“ და აზერბაიჯანის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან თანამშრომლობით. სიმპოზიუმზე, რომელიც 2022 წლის 24 და 25 ნოემბერს გაიმართა, საქპატენტს წარმოადგენდნენ თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია.
გიორგი
მერაბიშვილი ქართველი თაფლის მწარმოებელია, რომელიც იყენებს ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რათა დაეხმაროს თაფლის მწარმოებლების კოოპერატივს მათ მიერ წარმოებული
ნინოწმინდის თაფლის ადგილობრივ ბაზარზე გატანასა და პოპულარიზაციაში გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების
მეშვეობით.
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის
დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები
ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს.
გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს
აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე,
რაც დაკავშირებულია
წარმოშობის ადგილთან, რომლის
დამახასიათებელი
გარემო პირობები და ადგილობრივ
მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.
ინტერნეტ სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით, ყოველწლიურ ფორუმზე „საქართველოს ინტერნეტ-მმართველობა“, შეიკრიბნენ საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საჯარო კონსულტაციებისა და დიალოგის ფორმატში მიმდინარე ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დაცვის თემა. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე. ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში ტექნოპარკში მიმდინარეობდა. მას მასპინძლობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC-Georgia).
მეცნიერების პოპულარიზაციის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ დასრულდა. კონკურსი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. კონკურსის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ორგანიზატორთან ერთად, დაარსების დღიდან, საქპატენტი კონკურსის ერთგული მხარდამჭერია. ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის წარმომადგენელი საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებლების მიერ წარმოდგენილ პროექტებს პატენტუნარანობის კრიტერიუმებით: სიახლით, საგამომგონებლო დონით და სამრეწველო გამოყენებადობით აფასებს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქპატენტი ნებისმიერ გამოგონებაზე პატენტის გაცემის დროს.
ინტელექტუალური
საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბორჯომში,
ევროპელი და ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სასტუმროში „ქრაუნ
პლაზა“ ღონისძიებას საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრება.
საქპატენტისა
და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) მიერ მოწყობილ სემინარში
საქართველოდან 11 მოსამართლე მონაწილეობს, რომლებსაც ევროპის სასამართლოების საუკეთესო
პრაქტიკას გაუზიარებენ ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), მართლმსაჯულების ევროპული
სასამართლოს (CJEU), ლიეჟის კომერციული სასამართლოს (ბელგია) მოქმედი მოსამართლეები
და EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს (BOA) წევრები.
„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნაზე დარგის სპეციალისტები მუშაობას ასრულებენ. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გრაფიკულად გამოსახულ სიმბოლოს და მისი დანიშნულებაა განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან მომსახურებისგან. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ.
ტრადიციული „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის მხარდამჭერია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ორწლიანი პაუზის
შემდეგ აღდგა. დღეს, თელავში, კახეთის მხარის რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერების, გლეხების,
მცირე მარნებისა და კომპანიების მიერ წარმოებული
გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭა“ გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სკოლის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ფარგლებში „ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის “ დისტანციური კურსი, მიმდინარე წელს, 28 სკოლის 108 მასწავლებელმა გაიარა. ღონისძიების ორგანიზატორები „საქპატენტი“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) იყვნენ.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე და საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია საქართველოში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს ესწრებიან. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 26 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება.