ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კახეთის რეგიონში გაიმართა გასვლითი,
საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც საქპატენტისა და EUGIPP პროექტის წარმომადგენლებთან
ერთად მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში ჩართული
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მისასალმებელ გამოსვლაში
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა ისაუბრა ღონისძიების შესახებ და
აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში განხილვა, რომელსაც ესწრება ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელები, ასევე ამ უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები.
საქპატენტის სასწავლო
ცენტრისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)
აკადემიის ორგანიზებითა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ადმინისტრაციის პარტნიორობით, დღეს, განახლებულ
ფორმატში გაიხსნა ორკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა
„გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელიც 17 ქვეყნის საჯარო უწყებებში დასაქმებულ 34 წარმომადგენელს დაეხმარება
დარგის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარ -
ჩვევების ჩამოყალიბებაში.
საქპატენტის სათავო
ოფისში, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ჩიქოვანმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კასრაძემ და გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის
უფროსმა, მერაბ კუციამ, „საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP)
(Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)“ ფარგლებში, შეხვედრა გამართეს
შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებთან,
ზეინაბ გაფურისთან და ერიკ თევენოსთან. პროექტი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო
სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის და საპატენტო სისტემების განვითარების ხელშეწყობას.
შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) მე-15 სესიიაზე,
კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი კასრაძე აირჩიეს.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გამართა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს -„საქპატენტს“ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის დაცვისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ინსპექტორატის დეპარტამენტს (ICQRF) შორის დისტანციურ რეჟიმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ და ICQRF-ის ხელმძღვანელმა, ფელიჩე ასსენცამ, ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.
ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ემსახურება ბათუმში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომლის ორგანიზატორია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), საქპატენტთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში 28 ივლისს გაიმართა ტრანს - კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები. წარმომადგენლობითი შეხვედრის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრი - საქპატენტი საქართველოში მასპინძლობს სომხეთის და მოლდოვის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლებს.
დღეს, 27 ივლისს, გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა კონტრაფაქციასთან ბრძოლის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვის მიზნით. შეხვედრის
გამართვა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული
სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით.
კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაღრმავების მიზნით, დღეს, რიგით მე-6, საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ გაიხსნა. ბათუმში მიმდინარე წარმომადგენლობითმა შეხვედრამ, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით. კონფერენცია იმართება საქპატენტის და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით.