ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2024 გამოაცხადა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების პოტენციალის გამოყენებას სამეწარმეო საქმიანობაში. კონკურსი გამოავლენს იმ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, გამომგონებლებს, ავტორებსა თუ მეწარმეებს, რომლებიც თავისი ინოვაციური თუ შემოქმედებითი საქმიანობით ხელს უწყობენ პროგრესსა და ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე. კონკურსი წარმოაჩენს მათ მიერ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით მიღებულ მიღწევებს და დამსახურებებს, კერძოდ, შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი და გლობალური ამოცანების გადაჭრას ინოვაციების, შემოქმედებითი დარგების, ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობით.
ქართველი ფერმერების, მეწარმეებისა და ასოციაციების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე მათი მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებას კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, აკრედიტაციის კონკურსში გამარჯვებულ „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ (IPOA) ხელმძღვანელებთან და ავტორ-შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო უწყების თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა - გაზიარება და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა საქპატენტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ კიდევ ერთ რეფორმას პატენტრწმუნებულთა სფეროში იწყებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო საქპატენტის მიერ მომზადებული „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც მთავრობის წევრებმა მოიწონეს და განსახილველად საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე გადაეგზავნება.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს მეცხრედ ჩატარდა. საქპატენტი კონკურსის მუდმივი და აქტიური მხარდამჭერია. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს აჯილდოებს ფინალისტ გუნდებს და უკვე მესამე წელია მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებასა და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს.
საქპატენტის ინიციატივით დაიწყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული დისტანციური კურსის DLJTIP შემუშავებისა და დანერგვის პროცესი. კურსი განკუთვნილია ქართველი მოსამართლეებისთვის და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას. პროექტი ხორციელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში - საქპატენტის თანამშრომლობით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და WIPO-ს მხარდაჭერით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში მასშტაბური რეფორმა ხორციელდება. რეფორმის ფარგლებში, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს შესაბამისი დირექტივების გათვალისწინებით, თვისობრივად გადაიხედა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად დარეგულირდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები. კერძოდ, ახალმა კანონმა იმპერატიულად დაავალდებულა ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მსურველი ორგანიზაციები, გაიარონ სახელმწიფო აკრედიტაცია. ამასთან ერთად, საქპატენტს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, დაეკისრა ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გამოეცხადებინა კონკურსი.