კრეატიულ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესებაზე საქპატენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობას იწყებენ. ამ მიზნით, 25 მარტს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
საქპატენტის მიერ შემუშავებული სასწავლო ღონისძებების ფარგლებში, უწყების სასწავლო ცენტრმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, საავტორო უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზნობრივი ჯგუფისთვის საგანგებოდ შექმნილი კომპლექსური ტრენინგი მოიცავს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა ცოდნა ხელს შეუწყობს სეუ-ს საბიბლიოთეკო საქმიანობაში საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების კანონიერად გამოყენებას.
აჭარის რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს გიორგი სურმანიძეს შეხვდა. საქპატენტის ინიციატივაა, აჭარული ჩლეჩილისა და მაჭახელას თაფლის შემდეგ, გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატოს კიდევ სხვა განსაკუთრებული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის მქონე აჭარული პროდუქტები.
საქპატენტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროსა და მედიაციის პოპულარიზაციაზე. აღნიშნულის მიზნით, დღეს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოში საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 15-დან 18 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით სემინარი ტარდება. აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, საქპატენტის თანამშრომლები, პატენტრწმუნებულები, კოლექტიური მართვის ორგანიზაციები და ამ თემით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებიან.
„ტრენერთა ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სტუდენტების, იურისტებისა და მასწავლებლების გადამზადებას და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენერად ჩამოყალიბებას.
საქპატენტის თავმჯდომარემ
მინდია დავითაძემ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ინტელექტუალური
საკუთრების ტრენერის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებმა მონაწილეობა
მიიღეს სპეციალური გადამზადების პროგრამაში - „ტრენერთა ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების
სამართალში “.
საქპატენტის
თავმჯდომარე მინდია დავითაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ახალ გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა. ჟენევაში, WIPO-ს სათავო
ოფისში, გამართული შეხვედრის შედეგების, WIPO-სთან სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივების და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქპატენტი ინტელექტუალური
საკუთრების პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის რეგიონულ ჰაბად
ჩამოყალიბებისთვის დგამს, „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტის თავმჯდომარე, მინდია
დავითაძე ესაუბრა.
შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური
სამუშაო ვიზიტით მყოფი საქპატენტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური
საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ქალაქ ბერნში გამართული
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას
შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს
აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები.
საქპატენტის
თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ახალი გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრა გაიმართა WIPO-ს სათავო
ოფისში, ჟენევაში. 2021 წელს საქპატენტის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს WIPO-ს ცენტრალური
ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფს (CEBS) და საქპატენტის ხელმძღვანელმა დარენ
ტანგს ჯგუფის კოორდინატორი პირადად წარუდგინა.