საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების ახალმა თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ, აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს უმასპინძლა. პიტერ ვიბლერისა და საქპატენტის თავმჯდომარის გაცნობითი შეხვერდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ოფისში შედგა.
საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“, კონტროლის ახალი მექანიზმი შემუშავდა. უწყების სტრუქტურაში გატარებული ცვლილების შედეგად, რამდენიმე დღეა ფუნქციონირება დაიწყო შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, რომელიც საქმიანობას დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების სრული დაცვით განახორციელებს.
რაჭული ლორის და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია მზად არის და მალე სახელმწიფო რეესტრს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ორი პროდუქტის სპეციფიკაციები დაამუშავეს პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით.
საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან არშამბოს გაცნობითი შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მინდია დავითაძეს საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა განიხილეს საქპატენტისა და მისი სტრატეგიული პარტნიორის – EUIPO-ს თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სტრუქტურული ერთეულები აგრძელებენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში ფუნქციონირებას, გარდა იმ სტრუქტურული ერთეულებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა მომსახურებას და საქმისწარმოებას. დღეს – 8 ივნისს (2020 წ.) აღდგა მოქალაქეთა მიღება მომსახურების ცენტრში და განმცხადებლები განაცხადების შემოტანას უშუალოდ ოფისშიც შეძლებენ.
საქპატენტის მიერ რეგისტრაციის მოწმობა გაიცა ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ახოები“. ის განსაკუთრებული ღვინოა - მუქი წითელი ფერის, უზადო, სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, ჰარმონიული გემოთი და არომატით. რეგისტრაციაზე განაცხადი ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში ა(ა)იპ კარდენახის ღვინომ შემოიტანა.
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA-ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ მრგვალ მაგიდას, დიალოგს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიეძღვნა კოონავირუსის პანდემიის პერიოდში კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ გამოწვევების, წარმოშობილ პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განხილვას.
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) და საქპატენტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდა გაიმართება 28 მაისს (2020 წ.), 16:00 საათზე. დიალოგი მიეძღვნება კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პერიოდში საქართველოში კონტრაფაქციის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებსა და პერსპექტივას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) იწყებს მობილური ვებინარების სერიას, რომელთა მიზანია, კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის მომსახურებებისა და ინიციატივების შესახებ. ვებინარის განმავლობაში თავად WIPO-ს ექსპერტები წარმოადგენენ ორგანიზაციის მომსახურებების ძირითად მახასიათებლებს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც WIPO-მ გაატარა პანდემიის დროს. 90 წუთის განმავლობაში ვებინარის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ინტერაქტიული მეთოდით მიიღონ პასუხები სპეციფიკურ კითხვებზე და შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა შემდეგ თემებზე:
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქპატენტმა დღეს გამოაქვეყნა სასაქონლო ნიშნების პრაქტიკის სამი დოკუმენტი