19 თებერვალს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში.
ქართულ ენაზე, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა DL101GE - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“. მისი გავლა ნებისმიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ პირს შეუძლია.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კულინარიულ გამოფენაში Sirha 2019, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. გამოფენა მიმდინარე წლის 26-30 იანვარს,საფრანგეთის ქ. ლიონში გაიმართა.
საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ ადმინისტრირებად პროგრამას - „მადრიდის საქონლისა და მომსახურების მენეჯერს (MGS)“. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ქართველ მომხმარებლებს, საერთაშორისო განაცხადის წარდგენისას, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ქართული ინტერფეისით და საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალი შეადგინონ ქართულ ენაზე, რაც მათ გაუადვილებს ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ ორგანიზებით, 2018 წლის 24 დეკემბერს, 10:00 საათზე საქპატენტის თბილისის ოფისში (ნ. რამიშვილის ქ. N 31) დაგეგმილია ტრენინგის ჩატარება პატენტრწმუნებულთათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
2018 წლის 21 ნოემბერს, ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, რობერტო აზევედოსა და ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ვიქტორ დოლიძეს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დეპონირებულ იქნა საქართველოს მიერ რატიფიცირებული ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ (TRIPS) შეთანხმების ცვლილების ოქმის სარატიფიკაციო სიგელი.
2018 წლის 15 ნოემბერს, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია.
საქპატენტი ისმოს-ს მიერ ადმინისტრირებად პროგრამას „eFiling“-ს შეუერთდა, რისი საშუალებითაც ქართველი მომხმარებლები საერთაშორისო განაცხადის წარდგენას ელექტრონულად შეძლებენ, რაც გაუადვილებს მათ „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ, მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის“ წევრ ქვეყნებში სასაქონლო ნიშნის გავრცელების პროცედურას.
2018 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თელავში, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით დაფუძნდა და პირველად გაიმართა „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვული ცენტრი – „საქპატენტი“.