გაცნობებთ, რომ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აგვისტოს N52 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის (IPEFS) სისტემაში,
ლატვიის სურსათისა და ვეტერინარიის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, მოხდა გეოგრაფიული აღნიშვნის - „ჩურჩხელა“ უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქციის ლატვიის სავაჭრო ობიექტებიდან ამოღება.
საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ელექტრონულ პლატფორმას WIPO CASE. ეს პლატფორმა წარმოადგენს საპატენტო ექსპერტიზის მასალებზე ცენტრალიზებული წვდომის სისტემას.
21-22 ივლისს, ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით",
საქართველოს პატენტების სრული კოლექცია პირველად განთავსდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საპატენტო საძიებო სისტემაში
Patentscope. აღნიშნული კოლექცია მოიცავს საქპატენტის
მიერ გაცემულ ყველა პატენტს უწყების შექმნიდან (1992) დღემდე, ჯამში დაახლოებით
8850 დოკუმენტს. მასში შედის დაახლოებით 6900 პატენტი გამოგონებაზე და დაახლოებით
1950 პატენტი სასარგებლო მოდელზე.
20 ივლისს, ქალაქ ბათუმში, ჟურნალისტებისთვის ჩატარდა შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ უკვე მესამედ ტარდება საქართველოში. ღონისძიება ხორციელდება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის,
დღეს, 12 ივლისს (2018წ.), გაიხსნა რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ. კონფერენცია იმართება ქალაქ ბათუმში და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობას, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებას, უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების დამყარებას.
2018 წ. 20-21 ივნისს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (ისმო) თანამშრომლობით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას - ,,ინტელექტუალური საკუთრება და განათლება“.