2018 წლის 19 ივნისს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის - „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის და მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა მასწავლებლების ტრენინგი.
13-14 ივნისს (2018წ.), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WTO) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს საპატენტო კანონში 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული ცვლილებების საფუძველზე, „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის ტექსტის შემუშავება. შეხვედრაზე განხილულ იქნა გამოგონებების დაცვის სტანდარტები TRIPS-ის შეთანხმებისა და სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისად, საპატენტო უფლებების გამონაკლისები და შეზღუდვები, ასევე სპეციალურ სავალდებულო ლიცენზირების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ წარმატებით დაინერგა სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების საძიებო სისტემა - Trademark Vision. ამიერიდან, საქპატენტის ექსპერტები, ისევე როგორც განმცხადებლები, საქპატენტის ვებგვერდის მეშვეობით, შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის, გამოსახულებითი ძიების სისტემის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესებას. საქპატენტი შეუერთდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის და ჩილეს ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სიას, რომლებიც იყენებენ Trademark Vision-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის N328 დადგენილების შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტების, რეგისტრაციისა და დეპონირების საფასურებში. დადგენილების მიღების საფუძველია საქართველოს საპატენტო კანონში 2017 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლითაც დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისათვის, გამოქვეყნებისათვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისათვის განისაზღვრა შესაბამისი საფასურების გადახდა.
4 - 8 ივნისს (2018), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ ორგანიზებით, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტარდება ბოლო, რიგით მეხუთე ტრენინგი თემაზე: „საავტორო და მომიჯნავე უფლებები“.
დღეს, 31 მაისს (2018წ), ქალაქ ბერნში გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახლებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში.
დღეს, 17 მაისს (2018წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი მართავს სამუშაო შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი, ბრენდინგის სტრატეგია, მისი ეკონომიკური მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები. ამასთან, პროექტის ფარგლებში საქპატენტის წარმომადგენლები დაინტერესებულ კომპანიებთან გამართავენ ინდივიდუალურ შეხვედრებს, შეაფასებენ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების აქტივებს და დაეხმარებიან მათ IP პორტფელის შემუშავებაში.
დღეს, 15 მაისს (2018 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, იმართება სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“. შეხვედრას, რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის EUIPO-ს სააპელაციო პალატის პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის პრეზიდენტი ტეოფილოს მარგელოსი, მე-2 პალატის თავმჯდომარე სვენ შტურმანი და მე-5 პალატის თავმჯდომარე გორდონ ჰამბრი.
2018 წლის 17 მაისს, სასტუმრო ,,რუმს“-ში დაგეგმილია შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი, ბრენდინგის სტრატეგია, მისი ეკონომიკური მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები.
2018 წლის 2-3 მაისს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მცხეთის ოფისში, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის ექსპერტებისათვის ჩატარდა ორდღიანი პრაქტიკული სემინარი თემაზე - „საერთაშორისო განაცხადების ელექტრონული სისტემა“.