დღეს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 2018 წლის 26 აპრილის სლოგანად დასახელდა: ,,ცვლილებების მამოძრავებელი ძალა: ქალები ინოვაციისა და შემოქმედების სფეროში“. წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში ხდება ქალების ბრწყინვალე გონების, გამომგონებლობის, ცნობისმოყვარეობისა და გამბედაობის ჯეროვანი აღიარება, რომელთა წყალობითაც მსოფლიოში შემოდის ცვლილებები და ყალიბდება ჩვენი საერთო მომავალი. მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მთელი მსოფლიოდან უფრო მეტი ქალისა და გოგონას ჩაბმა საინოვაციო და შემოქმედებით საქმინობაში.
გაცნობებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“ ორგანიზებით 2018 წლის 15 მაისს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება სამუშაო შეხვედრა: „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“.
2018 წლის 14-16 აპრილს, ELSA-ს სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, რომლის მიზანია კულტურულ-შემეცნებითი ურთიერთგაცვლა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისისა (ELSA Tbilisi) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობით, პოლონეთიდან წარმოდგენილი 11 სტუდენტისათვის, საქპატენტის მცხეთის ოფისში ჩატარდა ლექცია თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“. ლექციას, რომელსაც უცხოელ სტუდენტებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ქართველი სტუდენტებიც უძღვებოდა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა ფრუიძე.
2018 წლის 12 აპრილს ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
,,ევროპის საპატენტო უწყებასთან ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ ხელშეკრულების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით საქართველოში იმყოფებოდნენ ევროპის საპატენტო უწყების (EPO) წარმომადგენლები.
23 მარტს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“, „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების თაობაზე, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
19 მარტს, საქპატენტის თბილისის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების საკითხი, რაც მიზნად ისახავს, „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ კანონის შესაბამისობაში მოყვანას.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” პირველი ინტელექტუალური საკუთრების უწყებაა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ხარისხის სტანდარტების ინსტრუმენტის (EUIPN) საძიებო ქსელს შეუერთდა.
დღეს, 14 მარტს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“ თბილისის ოფისში, გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომა, სადაც ხელი მოეწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის N1/2018 გადაწყვეტილებას ,,ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
5 - 9 მარტს (2018), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“ ორგანიზებით, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტარდება რიგით მეოთხე ტრენინგი თემაზე: „სასაქონლო ნიშნები და მათი აღსრულება“.