ქართული ადგილწარმოშობის დასახელებაზე - „ქინძმარაული“ უფლებების წარმატებით აღსრულების ფაქტი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციაში. კერძოდ პირს, რომელიც უკანონოდ იყენებდა დასახელებას, „ქინძმარაული“ სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით.
2018 წლის 28 თებერვალს, საქპატენტის მცხეთის ოფისში, გაიმართა შეხვედრა საქპატენტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ გოგილიძესა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო-ს) სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სექტორის დირექტორს, მარკუს ჰოპერგერს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია საქპატენტის მონაცემთა ბაზების ისმო-ს სარეგისტრაციო სისტემაში ინტეგრირებასთან. კერძოდ, ისმო-ს E-Filing-ის ინსტრუმენტის საშუალებით ქართველ მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა ქართული ინტერფეისით ელექტრონულად გაავრცელოს საქპატენტში შეტანილი განაცხადი მადრიდის სისტემის წევრ ქვეყნებში. ამასთან, საქპატენტი არსებულ მონაცემთა ბაზაში შეძლებს საერთაშორისო განაცხადების ავტომატურად მიღებას, სადაც გავრცელების ქვეყნად მითითებული იქნება საქართველო.
დღეს, 27 თებერვალს (2018წ.), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი” ორგანიზებით, იმართება სემინარი „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციისათვის მადრიდის სისტემის ეფექტური გამოყენება“. სემინარს ესწრებიან საქართველოს პატენტრწმუნებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის სისტემას. შეხვედრას უძღვებიან ისმო-ს წარმომადგენელი მარკუს ჰოპერგერი და ისმო-ს მოწვეული მომხსენებელი, კომპანიის ,,ტროლერ ჰიტზ ტროლერ“-ის იურისტი ჰუბერტ დოლეაჩი.
დღეს, 15 თებერვალს (2018წ.), ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ,,სულგუნისა“ და ,,თუშური გუდას“ წარმოების სპეციფიკაციების გადახედვისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში, ჩატარდება სენსორული ანალიზი, რომლის შედეგად უფრო ზუსტად განისაზღვრება აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნების ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.
საქპატენტი შეუერთდა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) ახალ ელექტრონულ სისტემას - “UPOV PRISMA”, რომელიც განკუთვნილია მცენარეთა ახალი ჯიშების განაცხადების მოსამზადებლად და სასურველი ქვეყნების შესაბამის უწყებებში ელექტრონულად გადასაგზავნად.
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ,,სულგუნისა“ და ,,თუშური გუდის“ წარმოების სპეციფიკაციების გადახედვისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში,
2018 წლის 11 იანვარს ძალაში შევიდა საქპატენტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მომზადება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
15 დეკემბერს ისმო-ს CEBS-ის ჯგუფის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რითიც დასრულდა საქართველოს მიერ ხსენებული რეგიონული ჯგუფის ერთწლიანი კოორდინატორობა (ჯგუფში გაწევრიანებულია რეგიონის 18 სახელმწიფო). კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებდა საქპატენტის სპეციალური წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი, ანა გობეჩია.
2018 წლის პირველი იანვრიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (ისმო) აამოქმედა ახალი ერთიანი საძიებო სისტემა - “MADRID MONITOR”, რომელიც სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო განაცხადის და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის სტატუსის შემოწმების საშუალებას იძლევა, ასევე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მადრიდის სისტემით დარეგისტრირებულ ყველა სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.