ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ბიოტექნოლოგიისა და ფარმაციის სფეროში სასწავლო სესიები ჩაატარეს. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდა.
საქპატენტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე ეროვნული არქივი საქპატენტს საარქივო მომსახურებას გაუწევს უწყების მატერიალური თუ ელექტრონული არქივების შექმნის მიზნით.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რომელიც პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს დაარეგულირებს.
29-30 აპრილს ესპანეთში, ქ. ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით რიგით მე-5 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსი დეა ჭიჭინაძე.
30 აპრილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტი „შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვა, ბრენდინგი და კომერციალიზაცია“ ერთწლიანი იყო და მიზნად ისახავდა იმ ფერმერების, ასოციაციებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ, უნიკალურ პროდუქტებს აწარმოებენ.