საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან, ნინო ჩიქოვანთან და მანანა ფრუიძესთან ერთად USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონს, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელებს მარკ მაკკორდისა და ნატალია ბერუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქპატენტისა და USAID-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე განიხილეს 2023 წლის გეგმები.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, 29 დეკემბერს, სამუშაო შეხვედრა გამართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. საქპატენტის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტები შემუშავდა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში. მოსამართლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქმეების განხილვის სტატისტიკური მონაცემები.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ საქპატენტი“ გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სტუ-მ ექვს გამოგონებასა და ერთ სასარგებლო მოდელზე მოიპოვა პატენტი. სტუ-ს გამოგონებები ეხება ბუნებრივი აირის გაჟონვის მართვისა და დეტექტორის მოწყობილობის, შშმ პირთა ეტლის კიბეზე გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებისა და სისტემის, ასევე, ვენახების სეტყვისგან დამცავი მოწყობილობის და კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობის მოწყობას. სტუ გახდა პატენტის მფლობელი ერთ სასარგებლო მოდელზეც, რომელიც ეხება ცემენტ-ბეტონის შემვსების და შემავსებლის მიღების ხერხს. უნივერსიტეტს, როგორც პატენტის მფლობელს, განსაკუთრებული უფლება მიენიჭა გამოგონების პატენტით დაცვის პერიოდის განმავლობაში, მისი კომერციული მიზნით დამზადების, გაყიდვის, გავრცელების, იმპორტისა და სხვა ფორმით გამოყენებისათვის. უფლების დამადასტურებელი მოწმობები საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პირადად გადასცა უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძესა და გამომგონებლებს. პატენტის მოწმობები განთავსდა სტუ-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიაში, რომელიც უკვე 1 წელია ფუნქციონირებს.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა ფრუიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-9 შეხვედრაში, რომელიც ბელგიის სამეფოს დედაქალაქში 13 და 14 დეკემბერს გაიმართა. კომიტეტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროგრესს.
განსაკუთრებული
ქართული პროდუქტებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნისა და
ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას საქართველოში საქპატენტი
ახორციელებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს
აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე,
რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები
და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა ხდის თითოეულ
ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.