მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი კიდევ ერთ უნიკალურ ქართულ ღვინოს მიენიჭა


25 ნოემბერი 2022 წ.





საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება   განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.

ქართული ღვინისთვის „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს, 2022 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმართა. განაცხადით წარმოდგენილი და საქპატენტის მიერ მოძიებული მასალებით გაირკვა, რომ „ასურეთული შალა“ ღია ან მუქი ლალისფერი შეფერილობის, წითელი, მშრალი ღვინოა; მისი მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში; ღვინო მიიღება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა, დასაშვებია თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში; ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში „ასურეთული შავი“, ძველი ასურეთის ნასახლარზე იპოვა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა „შალა“. 

ღვინისთვის „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია საქპატენტში, 2022 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან მეხუზლასთან ერთად, სერტიფიკატი ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონული ცენტრის დამფუძნებელს, ალექსანდრე ჭიჭინაძეს გადასცა. ამ დროისათვის, „ასურეთულ შალასთან“ ერთად, საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. სახელმწიფო რეესტრში განთავსებულია ინფორმაცია „ხვანჭკარაზე“, „ჭაჭაზე“, „თუშური გუდაზე“, „ჩურჩხელაზე“, „სულგუნზე“, „ბორჯომზე“, „მაჭახელას თაფლსა“ და სხვა უნიკალურ ქართულ პროდუქტებზე. 

საქპატენტი უახლოეს მომავალში, საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განაცხადს გააკეთებს ადგილწარმოშობის დასახელების „ასურეთული შალა“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით. ანალოგიური განაცხადი გაკეთდება საქპატენტის მიერ მიმდინარე წელს რეგისტრირებულ სხვა გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ. განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან. საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე განახორციელებს შესაბამის ზომებს, უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო