მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

ნინოწმინდის თაფლი – ტკბილი წარმატების გემო


28 ნოემბერი 2022 წ.


გიორგი მერაბიშვილი ქართველი თაფლის მწარმოებელია, რომელიც იყენებს ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რათა დაეხმაროს თაფლის მწარმოებლების კოოპერატივს მათ მიერ წარმოებული ნინოწმინდის თაფლის ადგილობრივ ბაზარზე გატანასა და პოპულარიზაციაში გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების მეშვეობით.


2012 წელს ბავშვობის მეგობარმა დაბადების დღეზე გიორგის აჩუქა ხელნაკეთი სკა, რითაც დასაბამი დაუდო მის გატაცებას მეფუტკრეობითა და თაფლის წარმოებით. მეგობრის მხარდაჭერის, გარკვეული თვითგანათლებისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემოთავაზებული სპეციალური კურსის გავლის შედეგად, მან შეისწავლა მეფუტკრეობა და ჰობი ბიზნესად აქცია. დღეს გიორგის აქვს 120 სკა, ხოლო მის ასოციაციას „კოდი“ (KODY) – 450, რომლებშიც ყოველწლიურად სამიდან ხუთ ტონამდე თაფლი იწარმოება.

საინტერესო იდეები

როგორც თაფლის მწარმოებელმა მშობლიური რეგიონიდან – სამცხე-ჯავახეთიდან, გიორგიმ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემდეგ კი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტთან“, კერძოდ კი საქპატენტთან არსებულ სასწავლო ცენტრთან, რომელიც დაარსდა 2015 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა – ისმო (WIPO) და საქპატენტის თანამშრომლობის პროგრამის (IPTIs) ფარგლებში და წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო დაწესებულებას. ისმო-ს აკადემიის სასწავლო ცენტრები დამოუკიდებელი ტრენინგცენტრებია, რომლებიც დაფუძნებულია ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი მოთხოვნა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სწავლებასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. საქპატენტის სასწავლო ცენტრი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, მუშაობს დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის და უზრუნველყოფს მაქსიმალურ წვდომას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ინოვატორებისა და შემოქმედი ადამიანების მხარდაჭერის მიზნით.

2017 წელს გიორგიმ გაიარა საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პირველი ტრენინგი გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით. შემდგომში მან გააგრძელა მონაწილეობა საქპატენტის მიერ ორგანიზებულ სხვა თემატურ ტრენინგებში. ტრენინგების საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საკმარისი პრაქტიკული ცოდნის შეძენის შემდეგ, გიორგიმ  თერთმეტ მეფუტკრე მეგობარს შესთავაზა გაერთიანება და რეგიონში კოოპერატივის ჩამოყალიბება სახელწოდებით „კოდი“, რომლის სახელითაც 2019 წელს შეიტანეს სარეგისტრაციო განაცხადი თაფლისთვის სასაქონლო ნიშანზე „ალპიდა“ (ALPIDA). სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემდეგ, 2020 წელს  გადაწყვიტეს „ნინოწმინდის თაფლის“ რეგისტრაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სახით. მართლაც, საქპატენტის მხარდაჭერითა და კონსულტაციების შედეგად, მწარმოებლებმა წარმატებით დაარეგისტრირეს გეოგრაფიული აღნიშვნა, რათა ბაზარზე გაიტანონ და პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ თაფლს, რომელსაც გააჩნია უნიკალური თვისებები: ბლანტი კონსისტენცია, გამორჩეული არომატი და ფერი, ასევე, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო უნიკალური თვისებები, რაც განპირობებულია ანტიმიკრობული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფერმენტის – ლიზოსიმის მაღალი კონცენტრაციით.

„ინტელექტუალური საკუთრება ძალიან დაგვეხმარა ნინოწმინდის თაფლის ბაზარზე გატანასა და მისი რეპუტაციის ჩამოყალიბებაში ადგილობრივ დონეზე, რამაც გაზარდა გაყიდული პროდუქციის რაოდენობა. ჩვენს თაფლზე არსებული მოთხოვნის საფუძველზე, შევძელით პროდუქტის ფასის გაზრდაც!“

გიორგი მერაბიშვილი, ნინოწმინდის თაფლის მწარმოებელი

ნინოწმინდის თაფლი ბრენდით „ALPIDA“ (ფოტო: ზაზა ნიკოლოზიშვილი)

 

თაფლის დამამზადებელი მუშა ფუტკარი

2022 წელს გიორგი გეგმავს განახორციელოს ნინოწმინდის თაფლის „მინდვრიდან სუფრამდე“ პრინციპით ექსპორტი რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. ამჟამად იგი თაფლის პოპულარიზაციას და გაყიდვას ახორციელებს ონლაინ ვებგვერდის ALPIDA website მეშვეობით.

თავისუფალ დროს გიორგის უყვარს მიკროელექტრონიკაზე მუშაობა და ინოვაციების შექმნა მეფუტკრეობის წარმოებისათვის. მას იმედი აქვს, რომ გააერთიანებს თავის ორ პროფესიას – მეფუტკრეობას და ინჟინერიას, რათა საბოლოოდ შეძლოს ფუტკრის მოვლის პროცესის გაციფრულება.

1994 წელს გიორგიმ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. ვიდრე მეფუტკრისა და თაფლის მწარმოებლის კარიერას დაიწყებდა, მას საქართველოში ჰქონდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია. წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესში მუშაობის შემდეგ, მან აღმოაჩინა ახალი გატაცება – მეფუტკრეობა და კარიერის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან გააცნობიერა, რომ სხვების მიერ დამზადებული საქონლის გაყიდვასთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებდა სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას.

გიორგი და მისი ოჯახი იღებენ თაფლს ფიჭებიდან. (ფოტო: გიორგი მერაბიშვილი)

 

„ბიზნესის დაწყების მსურველების მიმართ ჩემი რჩევაა: სწავლა, სწავლა და სწავლა! ცოდნა არის ერთადერთი რამ, რაც დაგეხმარებათ. ამიტომ, რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენთ, მით უფრო შეძლებული იქნებით და უფრო წარმატებული იქნება თქვენი ბიზნესიც. აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რაც ნამდვილად წარმოადგენს ბიზნესის წარმოების პროცესის ნაწილს. ამას ვერ გაექცევით, ამიტომ მთავარია ცოდნის შეძენა თქვენი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად.“

გიორგი მერაბიშვილი, ნინოწმინდის თაფლის მწარმოებელი   https://www.wipo.int/academy/en/news/2022/news_0046.html

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო