მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქპატენტის თავმჯდომარემ 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი „WIBBA“ დააჯილდოვა


01 დეკემბერი 2022 წ.



უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისების მიზნით,  წელს მერვედ ჩატარდა „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“. აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კონკურსს ყოველწლიურად ორგანიზებას უკეთებს ათასწლეულის ფონდი. კონკურსის მუდმივი და აქტიური მხარდამჭერია საქპატენტი, რომელიც ყოველ წელს აჯილდოებს ფინალისტ გუნდებს და უკვე მეორე წელია, მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში.

კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი „LIGGA“, რომელმაც წარმოადგინა პროექტი „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა “FIRELINK”, პროექტისთვის „მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის“. მესამე ადგილი კი მოიპოვა პროექტის „უნივერსალური მეგობარი სახლი“ შემქმნელმა გუნდმა „Mad Scientists“.

12 ფინალისტიდან საკუთარი რჩეული გამოავლინა საქპატენტმა - გუნდი „WIBBA“, რომელმაც  პელტიეს ელემენტის გამოყენებით ჰაერის სტერილიზატორის პროექტი შექმნა. გუნდის წევრებს, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მიხეილ დადიანს და ნუცა თოთოსაშვილს, საერთაშორისო ქართული სკოლის (IGS) მოსწავლეს ნიკოლოზ დვალს, თანამედროვე განათლების აკადემიის (CEA) მოსწავლეს ერეკლე ჯამრულიძეს და ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეს ანა მკერვალიშვილს, საქპატენტის თავმჯდომარემ ფასიანი საჩუქრები გადასცა. გუნდის მიერ წარმოდგენილ აღწერილობაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, პროექტი დაფუძნებულია გუნდის კვლევაზე, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ღია და დახურულ სივრცეებს შორის განსხვავდება როგორც ფარდობითი, ასევე აბსოლუტური ტენიანობა. აქედან გამომდინარე, ჰაერი,  რომელშიც ნისლი არ ჩანს (ანუ წვეთები არ ფანტავს სინათლეს), მაინც შედგება მიკროსკოპულზე ნაკლები ზომის წყლის წვეთებისგან. პროექტის მიზანია ბაქტერიების განადგურება ასეთი წვეთების აორთქლებითა და მიღებული ჰაერის ნარევის გაცხელებით. 

აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების ინტერესის ამაღლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართულებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, სადაც  დღეისათვის 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე დაიშვება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები, რომლებიც წარადგენენ პროექტებს STEM დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია; კიბერ-ტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; ჯანდაცვა და კვება; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; რობოტექნიკა.


 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო