მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  1. სასაქონლო ნიშანი
  2. განმცხადებლის გვერდი
  3. კითხვა-პასუხი 

კითხვა-პასუხი


1. შეიძლება თუ არა სასაქონლო ნიშნის დაპატენტება?

არა. სასაქონლო ნიშანი ექვემდებარება რეგისტრაციას.

2. სასაქონლო ნიშანი:

სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს/მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისგან/მომსახურებისგან.

3. სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს:

სიტყვა ან სიტყვები, ადამიანის სახელი - Camel, Mercedes

ასოები -
             BMW

ციფრები - 212

ბგერები - Nokia-ს მელოდია

გამოსახულება -
   

კომბინირებული სიმბოლოები -
   

სამგანზომილებიანი ფიგურა -
   

4. კოლექტიური ნიშანი

სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც განასხვავებს ასოციაციის წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირიხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.

ბაკურიანი

5. საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი

სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც დაცულია რეგისტრაციის გარეშე და მისი საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება საქპატენტის სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ.

მაგალითად: ნატახტარი, მითანა ...

6. პოტენციური კონფლიქტური ნიშნების ძიება

განაცხადის წარდგენამდე, განმცხადებელს შეუძლია საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადების ან რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია მოიძიოს შემდეგ მისამართზე:

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/3/

7. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა იწყება საქპატენტში განაცხადის წარდგენით. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად (მისამართზე - http://online.sakpatenti.gov.ge), ასევე მისი საქპატენტში უშუალო წარდგენით.

8. განაცხადს უნდა ახლდეს

  • მინდობილობა- თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ;
  • პირველი განაცხადის ასლი - თუ მოითხოვება კონვენციური პრიორიტეტი;
  • ოფიციალური გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა სარეგისტრაციოდ შემოტანილი სიმბოლოთი მონიშნული ექსპონატის გამოფენაზე ჩვენების თარიღის მითითებით - თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი;
  • კოლექტიური ნიშნის დებულება - თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე.

9. პრიორიტეტი:

უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით. პრიორიტეტი შეიძლება იყოს:
  • საკონვენციო
  • საგამოფენო

10. სასაქონლო ნიშანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს განმასხვავებელუნარიანი. სასურველია, ფანტაზიური სიმბოლოების გამოყენება:
  • არ უნდა აღწერდეს საქონელს/მომსახურებას, მაგ: „წითელი ღვინო“, „საუკეთესო ღვინო“ ან „ღვინო“ ღვინის მიმართ;
  • არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში. მაგ. საქართველოში წარმოებულ პარფიუმერიაზე, ეიფელის კოშკის გამოსახულება შეიყვანს მომხმარებელს შეცდომაში საქონლის წარმოშობის მიმართ:
  • არ უნდა შეიცავდეს დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას ან/და გეოგრაფიულ აღნიშვნას მაგ. ხვანჭკარას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი არის ამ დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამომყენებელი პირი; მათ შორის, არ უნდა შეიცავდეს საქართველოს პრეზიდენტის „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე 2002 წლის 28 თებერვლის N88 ბრძანებულებით დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას, მაგ: გრემი, ენისელი და სხვ.
  • არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და ზნეობის აღიარებულ ნორმებს. მაგ. არ უნდა შეიცავდეს კომუნისტურ და ფაშისტურ სიმბოლიკებს:

11. პროცედურები:

  1. ფორმალური ექსპერტიზა - ტარდება განაცხადის შეტანიდან ორი თვის ვადაში.
  2. არსობრივი ექსპერტიზა - ტარდება ფორმალური ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში. მოწმდება რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები.
  3. პირველადი გამოქვეყნება - განაცხადის მასალები ბიულეტენში ქვეყნდება არსობრივი ექსპერტიზის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
  4. რეგისტრაცია - პირველადი გამოქვეყნებიდან სამი თვის გასვლის და საფასურის გადახდის შემდეგ ნიშანი რეგისტრირდება და გაიცემა მოწმობა.

12. დაჩქარებული პროცედურა:

განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება განაცხადის შეტანისთანავე ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში. დაჩქარებული პროცედურით საქმისწარმოება სრულდება ათ სამუშაო დღეში.

* დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ, საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით, იარსებებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უარის თქმის შედარებითი საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს მონაცემებს ოფიციალურ ბიულეტენში.

13. მოქმედების ვადა:

სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება 10 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ყოველი მომდევნო 10 წლით, ჯერადობის შეუზღუდავად, თუ გადახდილი იქნება ვადის გაგრძელებისათვის დაწესებული საფასური.

14. მფლობელის განსაკუთრებული უფლებები

ნიშნის მფლობელს უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს მისი ნიშნის მსგავსი ან იდენტური ნიშნის გამოყენება მსგავსი ან იდენტური საქონლისთვის, ასევე, შეუძლია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გასცეს ლიცენზია.

სასაქონო ნიშნებზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

15. სასაქონლო ნიშნის დაცვა სხვა ქვეყანაში

შესაძლებელია:
  • განაცხადის წარდგენა უშუალოდ იმ ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში, სადაც განმცხადებელს სურს განსაკუთრებული უფლებების მოპოვება;
  • სასაქონლო ნიშნის გავრცელება, საქპატენტის მეშვეობით, მადრიდის სისტემის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. მადრიდის სისტემის წევრია ინტელექტუალური საკუთრების 108 უწყება, რომელიც ფარავს 124 ქვეყანას.

* ზემოაღნიშნული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის. კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს პატენტრწმუნებულებს (იხ. ჩამონათვალი: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/patent_attorneys/) ან დარეკოთ საქპატენტის ცხელ ხაზზე - 2252533.

სასაქონლო ნიშანი

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო