საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება № 05
2014 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული
პროცედურების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია. (დანართი №1).
2. დამტკიცდეს განაცხადის ბლანკის ფორმა (დანართი №2).
3. ამ ინსტრუქციის მოქმედება ვრცელდება ინსტრუქციის გამოქვეყნებამდე რეგისტრი-
რებულ სასაქონლო ნიშნებსა და სარეგისტრაციოდ შეტანილ განაცხადებზე.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ნიკოლოზ გოგილიძე
ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
თავმჯდომარე
ინსტრუქცია
სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სასაქონლო ნიშნების
შესახებ” საქართველოს კანონის
შესაბამისად და განსაზღვრავს სასაქონლო, მომსახურების, კოლექტიურ
და სასერტიფიკაციო ნიშნებზე
განაცხადის წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების,
გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის, აგრეთვე
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული
პირი;
გ) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაცია (შემდგომში – ისმო);
დ) პარიზის კონვენცია
– 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში, 1967 წლის 14 ივლისს,
შესწორებულია 1979 წლის 28
სექტემბერს);
ე) მადრიდის შეთანხმების ოქმი – 1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;
ვ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი
საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში, 1967 წლის 14 ივლისს;
ჟენევაში, 1977 წლის 13 მაისს);
ზ) საქონლის ჩამონათვალი – სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციისათვის წარდგენილი საერთაშორისო კლასიფიკაციის შესაბამისი საქონლის
ან/და მომსახურების ნუსხა;
თ) საქონელი – საქონელი
ან/და მომსახურება;
ი) მოწმობა – ამ კანონის
შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე
გაცემული დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
კ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად
აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) განმცხადებელი – ფიზიკური
ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;
მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც
სარგებლობს განაცხადი, მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად
დადგენილი პრიორიტეტი;
ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად
დადგენილი პრიორიტეტი;
პ) პატენტრწმუნებული – საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური
პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
ჟ) სააპელაციო პალატა – „საქართველოს საპატენტო
კანონის“ მე-9 მუხლით
განსაზღვრული ორგანო;
რ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო
ნიშნის ნაწილი, რომელზედაც
არ ვრცელდება მფლობელის
განსაკუთრებული უფლებები;
ს) კოდი – ისმოს სტანდარტით ST.60 დადგენილი მონაცემთა
იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით
მიღებული სამნიშნა რიცხვითი
კოდი;
ტ) ქვეყნის კოდი – ისმოს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის,
სამთავრობათაშორისო და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა
კოდი;
უ) საერთაშორისო ბიურო – ისმოს საერთაშორისო ბიურო;
ფ) საერთაშორისო განაცხადი
– მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, საერთაშორისო რეგისტრაციისათვის წარდგენილი განაცხადი;
ქ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი;
ღ) რეესტრი – სასაქონლო ნიშნების რეესტრი;
ყ) საერთაშორისო ბიუროს ჟურნალი – ისმოს საერთაშორისო ბიუროს ჟურნალი (WIPO Gazette);
შ) ისმოს ციფრული წვდომის სისტემა „DAS“ (შემდგომში – „DAS“) – ისმოს ელექტრონული სისტემა, რომელიც მის მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს, ელექტრონული სისტემის მეშვეობით უსაფრთხოდ გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული განაცხადის პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ჩ) მადრიდის eFiling
– ისმოს მადრიდის
სისტემის საერთაშორისო განაცხადების ელექტრონული ინტერფეისი.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი
მუხლი 3. განაცხადის წარდგენა
1. განაცხადის წარდგენა
საქპატენტში ხდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის –
https://online.sakpatenti.gov.ge/ (შემდგომში – ელექტრონული სისტემა)
მეშვეობით.
2. განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება შეტანილი უნდა იქნეს
საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ბლანკზე (შემდგომში – ბლანკი) და ამ
მუხლით დადგენილი წესით,
ხოლო ელექტრონული სისტემით
წარდგენისას, საგანაცხადო მასალის შეტანა ხდება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის
შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით.
4. საქპატენტში განაცხადის ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი
ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული
სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის.
5. საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ,
განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის
შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის
შემდგომ, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე
არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლე ტექსტური
შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.
8. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ სასაქონლო ნიშანს.
9. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა „X“ სიმბოლოთი უნდა მონიშნოს ბლანკის გრაფაში შესაბამისი უჯრა.
10. ბლანკის გრაფები უნდა შეივსოს შემდეგი სახით:
ა) ბლანკის
პირველი გრაფა უნდა შეიცავდეს:
ა.ა) განაცხადს წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად
რეგისტრაციის შესახებ, განმცხადებლის სრულ სახელს/სახელწოდებას და მისამართს/იურიდიულ მისამართს
(კოდი 731). თუ განმცხადებელი ფიზიკური
პირია – მის გვარს, სახელს,
პირად ნომერს (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), სრულ საფოსტო მისამართს
ინდექსის მითითებით, ქვეყნის დასახელებას, რომლის მოქალაქეც არის ან სადაც გააჩნია მუდმივი
საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მოქმედი
საწარმო. იურიდიული პირის შემთხვევაში – მის სამართლებრივ ფორმას, სრულ სახელწოდებას, ქვეყანას (სადაც რეგისტრირებულია იურიდიული პირი), სრულ საფოსტო მისამართს
ინდექსის მითითებით და საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) მოთხოვნას პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რისთვისაც
განმცხადებელმა „X“ სიმბოლოთი
უნდა მონიშნოს მოთხოვნილი პრიორიტეტის შესაბამისი უჯრა;
ა.გ) ქვეყნის კოდს და შეტანის თარიღს (კოდი 220), რომელიც ივსება საქპატენტის მიერ;
ბ) ბლანკის მე-2 გრაფის შევსება ხდება ადრინდელი
პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში. კერძოდ, საკონვენციო
პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში მიეთითება პირველი განაცხადის ნომერი (კოდი 310), პირველი განაცხადის შეტანის თარიღი (კოდი 320) და პირველი განაცხადის
მიმღები ქვეყანა/უწყება (კოდი
330), ხოლო საგამოფენო
პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – გამოფენაზე ჩვენების თარიღი (კოდი 230), საერთაშორისო განაცხადის ნომერი და საერთაშორისო რეგისტრაციით მოთხოვნილი პრიორიტეტი მიეთითება, თუ განმცხადებელი ითხოვს გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის გარდაქმნას ეროვნულ
განაცხადად;
გ) ბლანკის მე-3 გრაფაში მიეთითება
წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის ნომერი
(კოდი 740), თუ განაცხადი შეტანილია
პატენტრწმუნებულის მიერ, იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება,
საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) ბლანკის მე-4 გრაფაში მიეთითება
მიმოწერის მისამართი (კოდი 750), ადრესატის
სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი
და ელექტრონული ფოსტა.
ადრესატი შეიძლება იყოს წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული ან განმცხადებელი. განმცხადებლის შემთხვევაში, თუ მისამართი ემთხვევა
პირველ გრაფაში მითითებულ
მისამართს, იგი უნდა განმეორდეს მე-4 გრაფაშიც;
ე) ბლანკის მე-5 გრაფაში თავსდება
სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს
გამოსახულება (კოდი 540). სიმბოლოს გამოსახულება უნდა იყოს მკაფიო
და არ უნდა აღემატებოდეს 6სმX6სმ
ზომას. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი
სიმბოლო მოცულობითია, მაშინ მისი გამოსახულების ხედი ისე უნდა შეირჩეს, რომ ქმნიდეს მასზე მაქსიმალურად სრულყოფილ წარმოდგენას. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ბგერითი სიმბოლო,
მაშინ ამ გრაფაში უნდა მოთავსდეს ამ სიმბოლოს გრაფიკული
გამოსახულება (მაგ., სანოტო ჩანაწერი);
ვ) ბლანკის მე-6 გრაფაში (კოდი 571) შეიტანება სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი
აღწერილობა, უცხო ენაზე ჩაწერილი სიტყვიერი
სიმბოლოს შემთხვევაში – მისი ტრანსლიტერაცია, ტრანსკრიფცია და თუ შესაძლებელია, მისი თარგმანი, გამოსახულებითი ან მოცულობითი სიმბოლოების შემთხვევაში – მათი შემადგენელი გამოსახულებითი ელემენტების ჩამონათვალი და აღწერა;
ზ) ბლანკის მე-7 გრაფაში
„X“ სიმბოლოთი უნდა მოინიშნოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს
სახეობის შესაბამისი უჯრა;
თ) ბლანკის მე-8 გრაფაში (კოდი 591) მიეთითება ის ფერი ან ფერთა კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს დაცვის
საგანს;
ი) ბლანკის მე-9 გრაფაში (კოდი 511) მიეთითება
იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაცია შესაბამისი კლასის მითითებით;
კ) ბლანკის მე-10
გრაფაში „X“ სიმბოლოთი
მოინიშნება განაცხადის შეტანისას
თანმხლები საბუთის შესაბამისი უჯრა და მიეთითება თითოეული საბუთის ეგზემპლარისა და თითოეულ ეგზემპლარში ფურცლების რაოდენობა.
11. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან
წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ და დათარიღებული ხელმოწერის დღით. ბლანკის ბოლოს გარკვევით უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირის სახელი და გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი საქპატენტში შეტანილად არ ჩაითვლება.
12. ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით
დადგენილი წესები ასევე ვრცელდება განაცხადის ელექტრონული სისტემის მეშვეობით
წარდგენის შემთხვევაში.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 4. განაცხადთან დაკავშირებული საბუთები
1. განაცხადი უნდა შეიცავდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს მკაფიო
გამოსახულებას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. თუ სიმბოლო
ბგერითია, მაშინ წარდგენილი ან ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული უნდა იქნეს აუდიოჩანაწერი და სანოტო ჩანაწერის
ელექტრონული ვერსია.
2. თუ საქონლის
ჩამონათვალი არ ეტევა
ბლანკში მისთვის გამოყოფილ
მე-9 გრაფაში (კოდი 511), იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს განაცხადის შეტანისას დანართის სახით.
თუ საქონლის ჩამონათვალი წარდგენილია უცხო ენაზე,
განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში
საქონლის ჩამონათვალი წარდგენილი
უნდა იქნეს ქართულ
ენაზეც.
3. მინდობილობა წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შესახებ საქპატენტში წარდგენილი
უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან
15 კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია
ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ საქპატენტში განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული წარადგენს მოთხოვნას
ვადის გაგრძელების შესახებ
და გადაიხდის ვადის
გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.
4. განაცხადის საქპატენტში შეტანისას გადახდილი უნდა იქნეს:
ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური.
თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა გადახდილი
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური, საქპატენტი გამოიტანს
გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები,
მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება
განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე,
ხოლო ასეთი შერჩევის არარსებობის შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური;
ბ) საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური, თუ მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი. განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.
5. კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს:
ა) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – პირველი განაცხადის მიმღები უწყების მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი;
ბ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – ოფიციალური ან ოფიციალურად მიჩნეული გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის
მიერ გაცემული ცნობა გამოფენაზე ექსპონატის
ჩვენების თარიღის მითითებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული პირველი განაცხადის დამოწმებული ასლის „DAS“-ის მეშვეობით წარდგენის
შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია
საქპატენტში წარადგინოს „DAS“-ის
შესაბამისი კოდი და „DAS“-ში განთავსებული დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.
7. დასაშვებია საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ განმცხადებელი კანონით
გათვალისწინებულ სამთვიან ვადაში
შეიტანს თხოვნას საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ
და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს. წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს
საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას
და პრიორიტეტი დადგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით.
8. თუ განაცხადი
შეტანილია კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე,
კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანიდან
არაუგვიანეს 2 თვისა.
9. თუ განაცხადი შეტანილია გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9quinquies მუხლის
შესაბამისად, ეროვნული განაცხადის
შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში
განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ისმოს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე, და გადაიხადოს დადგენილი საფასური. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ნიშნის რეგისტრაცია არ ვრცელდებოდა საქართველოზე, პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.
10. ამ მუხლის
მე-3, მე-5-მე-9 პუნქტებით
გათვალისწინებული და სხვა დამატებითი საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს უცხო ენაზე. უცხო ენაზე წარდგენილი საბუთის სათანადო წესით დამოწმებული ქართული
თარგმანი საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საბუთის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თარგმანის წარდგენის
ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით, თუ საქპატენტში წარდგენის
დღიდან განმცხადებელი საქპატენტში შეიტანს თხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ
და გადაიხდის ვადის
გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგენილი საბუთი მხედველობაში არ მიიღება.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 5. განაცხადის შეტანის თარიღის დადგენა
1. განაცხადის შეტანის
თარიღად ჩაითვლება საქპატენტში განაცხადის წარდგენის დღე, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, შეიცავს განმცხადებლის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას,
საქონლის
ჩამონათვალს, წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, თუ განაცხადი
შეტანილია წარმომადგენლის მიერ და ხელმოწერილია ამ ინსტრუქციის მე- 3 მუხლის მე-11 პუნქტის
მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ განაცხადი
აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, განაცხადს ენიჭება საქმის ნომერი და გაიცემა
საკანცელარიო ცნობა განაცხადის შეტანის შესახებ, საქმის
ნომრის, შეტანის თარიღისა
და განაცხადით წარდგენილი მონაცემებისა და საბუთების მითითებით.
3. თუ წარდგენილი
განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი
პუნქტის მოთხოვნას, განაცხადი
შეტანილად არ ჩაითვლება
და განაცხადის მასალები
უბრუნდება წარმომდგენს.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
– საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება
№2 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
მუხლი 6. წარმომადგენლის დანიშვნა
1. განაცხადის საქპატენტში წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდეგ განმცხადებელს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.
2. წარმომადგენელზე/პატენტრწმუნებულზე გაცემული მინდობილობა უნდა შეიცავდეს:
ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს/სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს; ფიზიკური პირის შემთხვევაში – მარწმუნებლისა და რწმუნებულის (გარდა პატენტრწმუნებულისა) პირად ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლებს;
გ) მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს;
დ) მარწმუნებლის ხელმოწერას;
ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
3. მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი.
4. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არ გააჩნია
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს
წარმომადგენლად/პატენტრწმუნებულად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი
განმცხადებელი წარმომადგენელზე/პატენტრწმუნებულზე მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ
ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს
გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქმისწარმოების შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაუგზავნელობა არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების საფუძველი.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
1. საქპატენტთან მიმოწერა
ხორციელდება განმცხადებლის ან მისი
წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, თითოეული განაცხადისათვის ცალ-ცალკე.
2. განაცხადის მატერიალური ფორმით შეტანის შემდეგ წარდგენილ
ყველა მასალაში უნდა მიეთითოს
საქმის ნომერი. საქმის ნომრის მითითებისა და ხელმოწერის გარეშე წარდგენილი მასალები განსახილველად არ მიიღება.
3. განაცხადის შეტანის შემდეგ მასალები საქპატენტს უნდა წარედგინოს კანონითა
და ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
მუხლი 8. განაცხადის მასალების შევსება, შეცვლა, შესწორება და დაზუსტება
1. კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაცხადის მასალების
შევსება, შეცვლა, შესწორება
და დაზუსტება ხორციელდება განმცხადებლის განცხადების საფუძველზე.
თუ ცვლილება მოითხოვება პრიორიტეტის დადგენის შემდეგ, გადახდილი
უნდა იქნეს დადგენილი საფასური. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ ცვლილებების შეტანა
დასაშვებია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია სასაქონლო ნიშნის მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება,
რომელიც არ აფართოებს
მისი დაცვის ფარგლებს,
ხოლო საქონლის ჩამონათვალის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ
მისი შეზღუდვა ან დაზუსტება. თუ საფასური არ იქნება გადახდილი ან გადახდილი თანხა
არ შეესაბამება დადგენილ
საფასურს, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
2. თუ ცვლილება
ეხება სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, რომელიც არსებითად არ ცვლის მას, საქპატენტს წარედგინება შეცვლილი სასაქონლო ნიშნის გამოსახულება.
3. განმცხადებლის სახელის
და გვარის (სახელწოდების) ცვლილების შემთხვევაში საქპატენტს წარედგინება ამ ცვლილების დამადასტურებელი საბუთი. თუ საბუთი წარდგენილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის
მიერ, განცხადებას თან უნდა ახლდეს მოქმედი განმცხადებლის მიერ სათანადო წესით გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
აღნიშნული საბუთი საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს ცვლილების მოთხოვნის
შესახებ განცხადების წარდგენისას ან მისი წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება
ერთი თვით, თუ 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული საქპატენტს
წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ
და გადაიხდის დადგენილ
საფასურს. აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში
ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება
განაცხადში.
4. განმცხადებელს შეუძლია
განაცხადზე უფლება გადასცეს
სხვა პირს/უფლებამონაცვლეს საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.
ასეთ შემთხვევაში საქპატენტს უნდა წარედგინოს: განცხადება,
განაცხადზე უფლების გადაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულება, ხელმოწერილი განმცხადებლისა და მისი უფლებამონაცვლის მიერ, ასევე, უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა, თუ საქმისწარმოება ხორციელდება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მეშვეობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში მინდობილობა საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადზე უფლების გადაცემის ხელშეკრულების საქპატენტში წარდგენისას ან მისი წარდგენიდან 15 კალენდარული ვადაში.
დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით,
თუ 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული საქპატენტს წარუდგენს განცხადებას ვადის გაგრძელების შესახებ და
გადაიხდის დადგენილ საფასურს.
აღნიშნულ ვადებში მინდობილობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება არ აისახება
განაცხადში.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების განაცხადში ასახვის დღიდან საქპატენტი მიმოწერას ახორციელებს უფლებამონაცვლესთან ან მის წარმომადგენელთან/პატენტრწმუნებულთან.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 9. განაცხადის გაყოფა და გაერთიანება
1. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება
გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად, პირველ განაცხადში არსებული
საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე. განაცხადებში საქონელი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილი განაცხადების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა. გამოყოფილ
განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი
განაცხადის შეტანის თარიღი.
2. განმცხადებელს უფლება აქვს სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციამდე მოითხოვოს
სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების
ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების გაერთიანებისას თითოეულ
განაცხადში მითითებულ საქონელს
უნარჩუნდება შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.
3. განაცხადის გაყოფა
ან გაერთიანება დასაშვებია განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც
უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის
შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) განაცხადის საქმის/საქმეების ნომერს;
გ) განაცხადის გაყოფის ან გაერთიანების შესახებ
მოთხოვნას;
დ) განაცხადის გაყოფის
შემთხვევაში გასაყოფი საქონლის
ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.
4. განცხადების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში:
ა) გადახდილი უნდა იყოს განაცხადის გაყოფის
ან გაერთიანებისათვის დადგენილი
საფასური;
ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს მინდობილობა, თუ განცხადება შეტანილია
წარმომადგენლის მიერ.
5. დადგენილი საფასურის
გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს,
აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი განცხადება ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს. თუ სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფის ან გაერთიანების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის
პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით
დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეძლევა 15 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
6. ამ მუხლის
მე-4 და მე-5 პუნქტებში გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ .
7. გამოყოფილ ან გაერთიანებულ განაცხადზე რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაიხდება ყველა შესაბამისი ქმედებისთვის დადგენილი საფასური.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
განმცხადებელს უფლება აქვს გაეცნოს
განაცხადის განხილვისას გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი.
მუხლი 11. განაცხადის განხილვის შეჩერება
1. განმცხადებელს უფლება
აქვს ექსპერტიზის ნებისმიერ
ეტაპზე მოითხოვოს საკუთარი
განაცხადის განხილვის შეჩერება
ერთი თვით, ცალკეულ
თვეზე დადგენილი საფასურის
გადახდის შემდეგ. შეჩერების
საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
2. განცხადება განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ
წარედგინება საქპატენტს. განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი
უნდა იქნეს განაცხადის განხილვის შეჩერებისთვის დადგენილი საფასური.
განაცხადზე საქმისწარმოება ჩერდება
საფასურის გადახდიდან ან განცხადების წარდგენიდან, იმ შემთხვევაში, თუ საფასური გადახდილ
იქნა განცხადების წარდგენისას. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განცხადება შეჩერების შესახებ
დარჩება განუხილველი.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 111. განაცხადის დამოწმებული ასლის მოთხოვნა
1. განმცხადებელს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უფლება აქვს მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლი.
2. განცხადება განაცხადის დამოწმებული ასლის მოთხოვნის
შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს
საქპატენტში და წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს დადგენილი საფასური.
3. განმცხადებლის მოთხოვნით საქპატენტის მიერ განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა შესაძლებელია ასევე
„DAS“-ის მეშვეობით.
4. განაცხადის დამოწმებულ
ასლს საქპატენტი გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის
გადახდიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში. საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება
განუხილველი.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
მუხლი 12. განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტა
1. საქპატენტი განაცხადზე საქმისწარმოებას წყვეტს განმცხადებლის მოთხოვნით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. განაცხადზე საქმისწარმოება წყდება განმცხადებლის მიერ განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის
საქპატენტში წარდგენის დღიდან
ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში
და განმცხადებელს ეგზავნება
შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
1. თუ განაცხადზე საქმისწარმოება შეწყდა განმცხადებლის მოთხოვნით, საქპატენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის ან საქმისწარმოების შეწყვეტის
შესახებ ამ ინსტრუქციით დადგენილი
პროცედურული ვადების დარღვევის
გამო, განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ მოითხოვოს განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა. ამ წესით აღდგენილ
განაცხადს უნარჩუნდება პრიორიტეტის თარიღი.
2. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის საფასურთან ერთად
განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ექსპერტიზის შესაბამისი ეტაპისთვის დადგენილი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოების აღდგენის
შესახებ განცხადება დარჩება
განუხილველი.
3. განაცხადზე საქმისწარმოებას საქპატენტი აღადგენს შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
თავი III
მუხლი 13. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება კანონის
მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი
ამოწმებს სრულად აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. საქპატენტს შეუძლია
განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია/მასალა. აღნიშნული საქპატენტს წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევის
შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებულ შეტყობინებაზე პასუხი წარდგენილი
უნდა იქნეს შეტყობინების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 14. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა
1. თუ განაცხადი და თანდართული მასალები აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის შესახებ და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.
2. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ და დარღვეულია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, განაცხადი განუხილველი დარჩება
და ამის თაობაზე ეცნობება
განმცხადებელს.
3. თუ განაცხადი
ეხება კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციას და განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში არ არის წარდგენილი
შესაბამისი დებულება, განაცხადზე
საქმისწარმოება წყდება და ამის თაობაზე
ეცნობება განმცხადებელს.
4. თუ განაცხადის
მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ზუსტად
უნდა იყოს ჩამოთვლილი ყველა ის მოთხოვნა
და შესწორება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მოცემულ განაცხადზე ექსპერტიზის გასაგრძელებლად. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების
დღიდან ორი თვის ვადაში, წარადგინოს
წერილობითი პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს ერთი თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის
ვადა, თუ ზემოთ აღნიშნულ ორთვიან
ვადაში წარადგენს მოთხოვნას
ვადის გაგრძელების შესახებ და
გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.
5. შეტყობინება იგზავნება, თუ:
ა) განაცხადი ეხება ერთზე მეტ სასაქონლო ნიშანს.
განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა თითოეული სიმბოლოსათვის წარადგინოს დამოუკიდებელი განაცხადი. შეტყობინებაზე პასუხის
წარდგენის ვადის დარღვევის
შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება;
ბ) მოითხოვება ადრინდელი
პრიორიტეტი, კერძოდ, საკონვენციო, საგამოფენო ან გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე და ასეთი
პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
არ არის წარდგენილი დადგენილი წესით
ან/და მისი მონაცემები განსხვავდება საქპატენტში შეტანილი
განაცხადების მონაცემებისაგან; შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს ადრინდელი
პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას
და პრიორიტეტი დგინდება
საქპატენტში განაცხადის შეტანის
თარიღით;
გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულება არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს ან/და განაცხადში მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია არ შეესაბამება ამ გამოსახულების ფერებს. შეტყობინებაზე პასუხის
წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი
ფერს ან ფერთა კომბინაციას განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს
შესაბამისად;
დ) წარდგენილი საქონლის
ჩამონათვალი არ არის კლასიფიცირებული საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად, ბუნდოვანი
ან/და ზოგადია და მოითხოვს დაზუსტებას. საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში საქონლის ჩამონათვალის დაუზუსტებლობის შემთხვევაში საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული
საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ;
ე) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის
ოდენობა არ შეესაბამება განაცხადში მითითებული ან მიმოწერით დაზუსტებული საქონლის ჩამონათვალის კლასების რაოდენობისათვის დადგენილ
თანხას. განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეავსოს გადახდილი საფასური დადგენილ ოდენობამდე ან მიუთითოს ის კლასები, რომლისთვისაც საკმარისი იქნება გადახდილი თანხა.
ამ პუნქტში მითითებულ
შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში
ექსპერტიზა ტარდება სიის მიხედვით პირველი
იმდენი კლასისათვის, რამდენზეც
საკმარისია გადახდილი საფასური;
ვ) გაგზავნილი შეტყობინების პასუხად მიღებული მასალა საჭიროებს დაზუსტებას;
ზ) განაცხადის სხვა მასალები ხარვეზიანია და საჭიროებს დაზუსტებას.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. განმცხადებელმა განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ
შეტყობინების მიღებიდან 3 თვის
ვადაში უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნებისათვის დადგენილი
საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება,
რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
2. არსობრივი ექსპერტიზა შეიძლება
შეჩერდეს:
ა) ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დაპირისპირებული სიმბოლოს
რეგისტრაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში
შესვლამდე;
ბ) განმცხადებლის მოთხოვნით ამ ინსტრუქციის მე-11
მუხლის პირველ პუნქტში
მითითებული ვადით;
გ) ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადით;
დ) დაპირისპირებული
ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის გასვლამდე დარჩენილი ვადით, თუ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაცია გაუქმებულია;
ე) დაპირისპირებული სიმბოლოს
განაცხადზე ფორმალური ექსპერტიზის გადაწყვეტილების ამ ინსტრუქციის მე-19
მუხლის პირველი პუნქტით
გასაჩივრებისათვის დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლამდე ან, განმცხადებლის მიერ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის
მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
3. არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის
თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები.
4. იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებობს
თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის „ზ“ -„ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის
„ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო
უნდა შედარდეს პარიზის
კონვენციის 6ter მუხლით
დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ მცენარის ახალ ჯიშებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში
დაცულ/რეგისტრირებულ დიზაინს, საქართველოში დაცულ/რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს
და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს.
5. შედარების დროს სიმბოლოების
მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი
შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი
(ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი
(სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის
მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საფუძველი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო
ნიშნად რეგისტრაციაზე განაცხადში
მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც
ეცნობება განმცხადებელს.
2. თუ არსებობს
რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი
განაცხადში მითითებული საქონლის
მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს
გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ
განაცხადში მოცემული საქონლის
მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება
განმცხადებელს.
3. თუ არსებობს
კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის
საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილის
მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის
საფუძველზე, საქპატენტს გამოაქვს
გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს
რეგისტრაციის შესახებ საქონლის ჩამონათვალის დარჩენილი ნაწილის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
4. თუ კანონის
მე-5 მუხლის „ა“-„დ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლების არსებობისას საქპატენტი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული სასაქონლო
ნიშნის ან/და დიზაინის განმცხადებელი ან მფლობელი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან სამართლებრივად დაკავშირებული პირია, განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. შეტყობინების ჩაბარებიდან
ორი თვის ვადაში
პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.
5. თუ არსებობს
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი, ან საჭიროა განაცხადის მასალების
დაზუსტება, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში, ხოლო
განაცხადის დაჩქარებული წესით
რეგისტრაციის შემთხვევაში 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს
პასუხი საქპატენტში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება
ერთი თვით, თუ განმცხადებელი საქპატენტში
წარადგენს წერილობით მოთხოვნას
ვადის გაგრძელების შესახებ
შესაბამის 2-თვიან ან 15- დღიან ვადაში და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ
საფასურს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, გამოიტანს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. თუ გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქპატენტში წარდგენილი განაცხადის შეტანის დღისათვის ამოწურულია მადრიდის შეთანხმების ოქმის
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული
ვადა და მიღებული არ არის გადაწყვეტილება დაცვაზე
უარის შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად, არსობრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების გარეშე.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული
განაცხადი წარდგენილი იქნა მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის
მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლამდე, მისი არსობრივი ექსპერტიზა და რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.
1. სასაქონლო ნიშანზე,
რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება
მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, ტარდება მხოლოდ არსობრივი
ექსპერტიზა ამ მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი,
მე-2 და მე- 3 პუნქტების
შესაბამისად. ასევე მოწმდება საქონლის
ჩამონათვალის შესაბამისობა კანონის
111 მუხლის
მოთხოვნებთან
2. საერთაშორისო განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროს შეტყობინების თარიღიდან
მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის
მე-2 პუნქტით დადგენილ
ვადაში.
3. თუ განაცხადში წარმოდგენილი საქონლის
ჩამონათვალი ბუნდოვანი და/ან ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის
მოთხოვნების შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ
4. თუ არსებობს
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის მოთხოვნის
საფუძველი ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში
წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. დასაშვებია
ამ ვადის გაგრძელება
ერთი თვით, თუ ის საქპატენტში წარადგენს წერილობით მოთხოვნას
ვადის გაგრძელების შესახებ
ზემოთ აღნიშნულ ორთვიან
ვადაში და გადაიხდის
ვადის გაგრძელებისთვის დადგენილ
საფასურს. შეტყობინებაზე პასუხის
წარდგენის ამ პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება
გადაწყვეტილება საქართველოში სასაქონლო
ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.
5. თუ არსებობს
კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი
სიმბოლოს საქართველოში დაცვაზე უარის შესახებ
განაცხადში მოცემული საქონლის
მთლიანი ჩამონათვალის ან/და მისი
ნაწილის მიმართ და საერთაშორისო ბიუროს
ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება მის მიერ დადგენილი ფორმით.
6. თუ არ არსებობს კანონის
მე-4 ან/და მე-5 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე
საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის საქართველოში დაცვის
შესახებ, რომელიც ეგზავნება საერთაშორისო ბიუროს. გასაჩივრების ვადა აითვლება სასაქონლო
ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.
7. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ
ვადაში არ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვაზე უარის შესახებ,
სასაქონლო ნიშანი საქართველოში დაცულად ითვლება.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 19. ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგად მიღებული
გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ
განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან
3 თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი
ნაწილის მიმართ, განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.
3. განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან
3 თვის ვადაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ
საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
4. საერთაშორისო სასაქონლო
ნიშანზე ექსპერტიზის შედეგად
მიღებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ,
განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების საერთაშორისო ბიუროს მიერ განმცხადებელთან გადაგზავნის დღიდან 3 თვის ვადაში.
5. სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი უნდა იქნეს დადგენილი საფასური.
6. ამ მუხლის
პირველი, მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება დასაშვებია ადმინისტრაციული წესით სასამართლოში ერთი თვის ვადაში.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება
№2 - ვებგვერდი, 20.02.2024წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გამოიყენება კანონის 151
მუხლით დადგენილი სასაქონლო ნიშნის
დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა.
2. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.
3. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული პროცედურით საქმისწარმოების შემთხვევაში, რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელს უკან უბრუნდება გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის საფასური.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
თავი IV
გამოქვეყნება
მუხლი 21. განაცხადის მონაცემების გამოქვეყნება
1. კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბიულეტენში ქვეყნდება:
ა) საქმის ნომერი;
ა1) გამოქვეყნების ნომერი;
ბ) განაცხადის შეტანის თარიღი;
გ) პირველი განაცხადის ნომერი;
დ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი;
ე) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდი;
ვ) განმცხადებლის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
ზ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლო;
თ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია;
ი) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც მოითხოვება რეგისტრაცია.
2. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს ჟურნალში.
3. საერთაშორისო განაცხადით
წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში დაცვის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთ თვეში ბიულეტენში
დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის მონაცემებმა არ განიცადა ცვლილება
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში ქვეყნდება: რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი,
განაცხადის შეტანის თარიღი
და საქმის ნომერი.
2. თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის მონაცემებმა განიცადა ცვლილება სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში
ქვეყნდება: რეგისტრაციის ნომერი,
რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების გასვლის თარიღი,
განაცხადის შეტანის თარიღი,
საქმის ნომერი და განაცხადის ის მონაცემები, რომლებმაც
განიცადა ცვლილება.
3. ამ ინსტრუქციის 24-ე და 25-ე მუხლის შესაბამისად რეესტრში შეტანილი ცვლილებები
ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
1. თუ კანონის
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ საჩივარზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ ვადაში
არ იქნა შეტანილი
ასეთი საჩივარი, ან თუ სრულდება
ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ
პუნქტში მითითებული პირობები,
განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მოწმობის გაცემისა
და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ.
2. განმცხადებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასური უნდა გადაიხადოს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის დღიდან
3 თვის ვადაში.
3. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურს,
განაცხადი უქმდება და განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
4. თუ განმცხადებელი მოწმობის გაცემისა და 10 წლით
რეგისტრაციის დადგენილ საფასურს გადაიხდის ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საქპატენტი რეესტრში
არეგისტრირებს სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული საფასურის გადახდის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას.
41. მოწმობის ფორმა მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
42. მოწმობა აისახება ელექტრონულ სისტემაში. განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს
გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მოწმობა მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის
მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.
5. კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად რეესტრში შეიტანება ასევე შემდეგი სახის მონაცემები:
ა) რეგისტრაციის ნომერი;
ბ) რეგისტრაციის თარიღი;
გ) რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი;
დ) საქმის ნომერი;
ე) განაცხადის შეტანის თარიღი;
ვ) პირველი განაცხადის ნომერი;
ზ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი;
თ) პირველი განაცხადის მიმღები
ქვეყნის/უწყების კოდი;
ი) სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
კ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულება;
ლ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია;
მ) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი;
ნ) წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილების ნუსხა.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
1. იმ შემთხვევაში, თუ პირველად გაგზავნისას შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება
ვერ ხერხდება, იგი ადრესატს უნდა გაეგზავნოს დამატებით
ერთხელ მაინც, იმავე
ან საქპატენტისათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
2. თუ განმცხადებლის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად შეუძლებელია, საქპატენტი უფლებამოსილია შეტყობინება გაავრცელოს საჯაროდ. შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება საქპატენტის ოფიციალურ
ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმირების სხვა საშუალებების გამოყენებით.
3. ამ მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეტყობინება განმცხადებლისთვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
1. ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“, „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილი
იქნება რეესტრში სასაქონლო
ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის განცხადების საფუძველზე.
2. თუ სასაქონლო
ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის
„ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები
რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ
10 სამუშაო დღის ვადაში. საფასური
გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების
შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო
ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება
ან საქონლის ჩამონათვალის შეზღუდვა/დაზუსტება.
3. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.
4. სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის
შემთხვევაში საქონლის მთლიანი
ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ, გადაცემის შესახებ
წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შესაბამისი ცვლილებების
შეტანა რეესტრში დადგენილი
საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული საფასური
გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების გადაცემის
ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის
მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს
მფლობელის ან უფლებამონაცვლის მიერ გაცემული
მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის ხელშეკრულება არ განიხილება.
6. თუ საქპატენტი სასაქონლო ნიშნის გადაცემის
შესახებ წარდგენილი საბუთების
საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის
გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას
იმ საქონლის თვისებების, ხარისხის,
გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის
მიმართაც ის რეგისტრირებულია, უფლებამონაცვლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება საქონლის ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის
ამოღების თაობაზე საქპატენტი
რეესტრში არ შეიტანს
ცნობას გადაცემის შესახებ
ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას
ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი
საქონლის ამოღების თაობაზე.
7. თუ სასაქონლო
ნიშნის მფლობელმა დააგირავა
სასაქონლო ნიშანი ან/და გასცა ლიცენზია
მის გამოყენებაზე, გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულება რეგისტრირდება და შესაბამისი მონაცემები შეიტანება რეესტრში
გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ 10 სამუშაო
დღის ვადაში. აღნიშნული
საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში განცხადების შეტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს
გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების
შესახებ. თუ გირავნობის ან/და სალიცენზიო ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება
წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ერთ-ერთი
მხარის მიერ გაცემული
მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა რჩება განუხილველი
8. სასაქონლო ნიშნის ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვის
შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი.
9. თუ სასაქონლო
ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების, ბათილად ცნობის ან აღდგენის შესახებ,
საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები
შეაქვს რეესტრში.
10. რეესტრში განხორციელებული ცვლილების, უფლებების გადაცემის,
ასევე, ლიცენზიის ან გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემთხვევაში, გაიცემა მოწმობის დანართი. დანართი იბეჭდება საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ბლანკზე,
მოწმობის დანართი აისახება ელექტრონულ სისტემაში
და, განცხადებაზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის
შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება
№2 - ვებგვერდი, 10.08.2018 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1.სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით სასაქონლო ნიშანი შეიძლება
დაიყოს ორ ან მეტ
იდენტურ სასაქონლო ნიშნად
დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების
მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდეს დაყოფილი
სასაქონლო ნიშნების საქონლის
ჩამონათვალს შორის გადაფარვა.
2. სასაქონლო ნიშნის მფლობელის
განცხადება სასაქონლო ნიშნის დაყოფის თაობაზე
უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის
შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ნომერს და თარიღს;
გ) სასაქონლო
ნიშნის დაყოფის შესახებ
მოთხოვნას;
დ) დასაყოფი საქონლის ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.
3. სასაქონლო ნიშნის
დაყოფისათვის დადგენილი საფასური
გადახდილი უნდა იყოს განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
4. საქპატენტი საფასურის
გადახდიდან 5 სამუშაო
დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა სასაქონლო
ნიშნების დაყოფის შესახებ
განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ ხდება დაყოფილი სასაქონლო ნიშნების
საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა ან განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს, საქპატენტი ნიშნის
მფლობელს განუსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის
აღმოფხვრისთვის.
5. სასაქონლო ნიშნის
დაყოფის თაობაზე განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური და ყველა შეტანილი
მოთხოვნა წარდგენილად ითვლება
თითოეული დაყოფილი სასაქონლო ნიშნისთვის.
6. დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს
უნარჩუნდებათ თავდაპირველი სასაქონლო
ნიშნის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღი.
7. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ
გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში ასახვის დღიდან,
ქვეყნდება ბიულეტენში და გაიცემა მოწმობა.
8. დადგენილი საფასურის
გადახდის შემთხვევაში, დაყოფილი
სასაქონლო ნიშნები, რომელთა რეგისტრაციაც ძალაშია,
შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ სასაქონლო
ნიშნად, თუ ორივე სასაქონლო ნიშნის მფლობელი
ისევ ერთი და იგივე პირია.
9. დაყოფილი სასაქონლო ნიშნების
გაერთიანების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას), არსებობის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს/პირად ნომერს და მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) სასაქონლო
ნიშნების რეგისტრაციის ნომერს
და თარიღს; გ) სასაქონლო ნიშნების
გაერთიანების შესახებ მოთხოვნას.
10. სასაქონლო ნიშნის
გაერთიანებისთვის დადგენილი საფასური
გადახდილი უნდა იყოს განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
11. საქპატენტი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო
დღის ვადაში ამოწმებს
აკმაყოფილებს თუ არა დაყოფილი სასაქონლო
ნიშნების გაერთიანების შესახებ
განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის
აღმოფხვრისთვის.
12. დაყოფილი სასაქონლო
ნიშნის გაერთიანების შესახებ
გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების
რეესტრში ასახვის დღიდან
და გაიცემა მოწმობა.
13. თუ სასაქონლო
ნიშნის დაყოფის ან გაერთიანების შესახებ
განცხადება წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, განცხადების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი უნდა იყოს მინდობილობა.
14. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში
საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. სასაქონლო ნიშნის
მფლობელის ან მისი წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვის და შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, გაიცემა სასაქონლო ნიშნის
მოწმობის დუბლიკატი.
2. თუ განცხადება წარდგენილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ასევე მფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
3. სასაქონლო ნიშნის
მოწმობის დუბლიკატის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური გადახდილი
უნდა იქნეს მიმართვიდან 15 კალენდარული ვადაში,
წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
4. საქპატენტი დუბლიკატს
გასცემს საფასურის გადახდიდან 15 კალენდარული დღის ვადაში იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაცია ძალაშია.
5. სასაქონლო ნიშნის მოწმობის დუბლიკატი
გაიცემა ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული ფორმით ამ დუბლიკატის
გაცემის პერიოდისათვის რეესტრში
არსებული მონაცემების შესაბამისად
და ზედა მარჯვენა კუთხეში დასტურდება შტამპით
„დუბლიკატი“. დუბლიკატი აისახება ელექტრონულ სისტემაში და განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის
შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021
წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება
№5 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
1. სასაქონლო ნიშნის მფლობელს ან ნებისმიერ პირს, საქპატენტისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს
ამონაწერი რეესტრიდან.
2. რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად გადაიხდება კანონმდებლობით დადგენილი საფასური. საფასური
გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში მოთხოვნის
წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ
შემთხვევაში განცხადება დარჩება
განუხილველი.
3. ამონაწერი გაიცემა საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და აისახება მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით, ხოლო მატერიალური ფორმით გაიცემა განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში.
4. ამონაწერი რეესტრიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სასაქონლო ნიშანს;
ბ) რეგისტრაციის ნომერს;
გ) სასაქონლო ნიშნის სტატუსს;
დ) სასაქონლო ნიშნის მფლობელ(ებ)ის მონაცემებს;
ე) რეგისტრაციის მოქმედების დაწყების თარიღს;
ვ) რეგისტრაციის მოქმედების ამოწურვის თარიღს;
ზ) განაცხადის გამოქვეყნების ნომერსა და თარიღს;
თ) რეგისტრაციის გამოქვეყნების ნომერსა და თარიღს;
ი) საქმის