მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  1. ახალი ჯიში
  2. ზოგადი ინფორმაცია
  3. კითხვა-პასუხი 

კითხვა-პასუხი


რა არის მცენარის ჯიში?

მცენარის ჯიში არის გენეტიკური თავისებურებით განპირობებული ორგანიზმი, რომელიც ამა თუ იმ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ავლენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რაც გამოიხატება მიღებული პროდუქტის რაოდენობასა და ხარისხში.

რით არის ნაკარნახევი მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის აუცილებლობა?

მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის აუცილებლობა ნაკარნახევია მცენარიდან მიღებული მოსავალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების აუცილებლობით, რაც მიიღწევა სასელექციო მუშაობით.

სასელექციო მუშაობა წარმოებს თაობაში შენარჩუნებული სასარგებლო ნიშან-თვისებების მქონე საუკეთესო მცენარეთა გამორჩევის და გამრავლების გზით ისეთი მცენარის ჯიშის მისაღებად, რომელიც სრულად უპასუხებს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთან არსებულ ჯიშებთან შედარებით იქნება ახალი, განსხვავებული, ერთგვაროვანი და თაობაში სტაბილური.

რატომ განეკუთვნება კანონი მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ ინტელექტუალურ საკუთრებას?

მცენარის ახალი ჯიშის გამოყვანის, ან გამოვლენის და გაუმჯობესების პროცესი ადამიანის მიზანმიმართული შემოქმედებითი საქმიანობაა და ასეთი შრომის ნაყოფი კი განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომელსაც ესაჭიროება სამართლებრივი დაცვა, რათა ახალი ჯიშის სელექციონერმა ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალის რეალიზაციის გზით მიიღოს მის მიერ გაწეული შრომის და მატერიალური დანახარჯების ანაზღაურება და გარკვეული მოგება, როგორც ჯილდო მიღწეული წარმატების საზღაურად.

საქართველოში ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია და ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1101 მუხლის თანახმად მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება მოწმობის გაცემით.

მცენარის ახალი ჯიშის სამართლებრივი დაცვა ხდება სელექციონერისათვის განსაკუთრებული უფლების მინიჭებით, რომლის პირობებს ადგენს შესაბამისი კანონმდებლობა.

რა არის "უპოვ"-ი?

მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის გააქტიურებამ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ჯიშების სელექციონერთა განსაკუთრებული უფლებების მოპოვების მიმართ მოთხოვნებისა და ამ უფლებების დაცვის პირობების უნიფიცირების აუცილებლობამ განაპირობა დაინტერესებული ქვეყნების მიერ მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღება, რომლის ხელმოწერაც მოხდა პარიზში 1961 წელს (ძალაში შევიდა 1968 წელს, გადასინჯული იქნა ჟენევაში 1972, 1978 და 1991 წლებში).

"უპოვ"-ის კონვენციის თანახმად შექმნილია კავშირი, რომლის შტაბბინაც განლაგებულია ჟენევაში და რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობათა მოთხოვნების ჰარმონიზება და საამისოდ მეთოდური და ტექნიკური დახმარების გაწევა.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ნოემბრის ¹ 2079-II-ს დადგენილებით რატიფიცირებული იქნა "მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის" საერთაშორისო კონვენცია.

ვინ შეიძლება ჩაითვალოს სელექციონერად?

სელექციონერად ითვლება პირი,რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში, სამუშაოს მიმცემი ან აღნიშნული პირის უფებამონაცვლე.

რა ვადით იცვება მცენარეთა ახალი ჯიშები?

მცენარის ახალი ჯიშის გამოყენებაზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა მისი დარეგისტრირების დღიდან 25 წელია, მრავალწლიანი კულტურებისათვის -30 წელი.

რა არის მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმი?

მცენარის ახალი ჯიშის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებია - სიახლე, განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა.

როგორ განისაზღვრება სიახლე?

მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან|და არ გადაცემულა სხვა გზით მესამე პირისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 1 წლით ადრე; სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ‘’საქპატენტში’’ განაცხადის შეტანამდე 4 წლით ადრე; ხე-მცენარეების შემთხვევაში - 6 წლით ადრე.

კანონით დაშვებულია გამონაკლისები, როცა ჯიშს აღარ გააჩნია სიახლე, თუმცა არის საფუძველი სელექციონერის უფლების მინიჭებისათვის.

რის მიხედვით დგინდება კრიტერიუმები "განსხვავებულობა", "ერთგვაროვნება" და "სტაბილურობა" ?

მცენარის ჯიშის განსხვავებულობის, ერთგვაროვნების და სტაბილურობის შემოწმება ხდება ჯიშის ორი ვეგეტაციის განმავლობაში გამოცდის შედეგების მიხედვით, ძირითადად ‘’უპოვ-‘’ის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირის მიერ.

ყველა კულტურაზე, რომელთაც მიკუთვნებულ ჯიშებზე იქნება წარდგენილი განაცხადი მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციაზე, კანონის შესაბამისად უნდა იყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით დამტკიცებული ამ კულტურის ჯიშის გამოცდის მეთოდიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აღნიშნული მეთოდიკა სავალდებულოა იმ პირისათვის, რომელიც წარადგენს საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში განაცხადს ამა თუ იმ კულტურის ან კულტურათა ჯგუფს მიკუთვნებული ჯიშების გამოცდაზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობაზე, თუმცა კანონმდებლობა უშვებს შემთხვევას, როცა ასეთი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ან უკვე ჩატარებული იქნა "უპოვ"-ის წევრ სხვა ქვეყანაში.

ახალი ჯიში

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო