გამოგონების და სასარგებლო მოდელის მაგალითები
განაცხადის წარდგენის ფორმა
საგანაცხადო მასალა საქპატენტში შეტანილი უნდა იქნეს ქაღალდზე (იხ. განცხადების ბლანკი) ან ელექტრონულად, საქპატენტის ელექტრონული განაცხადების სისტემის გამოყენებით. საგანაცხადო მასალების ქაღალდზე შეტანის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით, მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს .doc ფორმატში, Sylfaen ფონტით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა
გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი თანმიმდევრობით:
გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულა
ფორმულა განსაზღვრავს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის დაცვის ობიექტს და დაცვის ფარგლებს. ფორმულა არის იმ არსებით ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს აღწერილობაში მითითებული ტექნიკური შედეგის მისაღწევად. ფორმულა შეიძლება იყოს ერთ- ან მრავალმუხლიანი. მრავალმუხლიანი ფორმულა უნდა შეიცავდეს სულ მცირე ერთ დამოუკიდებელ მუხლს. თითოეული მუხლი გადმოცემული უნდა იყოს ცხადად და უნდა შედგებოდეს ერთი წინადადებისგან. თითოეულ დამოუკიდებელ მუხლს შესაძლებელია ჰქონდეს მასზე დამოკიდებული მუხლ(ებ)ი. გამოგონებისაგან განსხვავებით, სასარგებლო მოდელის ფორმულა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთ დამოუკიდებელ მუხლს.
ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა შედგებოდეს:
ა) ცნობილი ნაწილისგან, რომელშიც მოყვანილია ის არსებითი ნიშნები, რომლებიც ცნობილია გამოგონებასთან დაკავშირებული ტექნიკის დონით;
ბ) განმასხვავებელი ნაწილისაგან, რომელშიც მოყვანილია ის არსებითი ნიშნები, რომლებიც განასხვავებენ მას ტექნიკის დონისაგან.
ცნობილ ნაწილში მოყვანილი არსებითი ნიშნები განმასხვავებელ ნაწილში მოყვანილ არსებით ნიშნებთან ერთობლიობაში განსაზღვრავენ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ობიექტს.
რეფერატი
რეფერატი არის გამოგონების ან სასარგებლო მოდელის მოკლე აღწერა. რეფერატი აღწერილობის მოკლე შინაარსია და გადმოსცემს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ტექნიკურ არსს. რეფერატის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.