მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  1. დიზაინი
  2. განმცხადებლის გვერდი
  3. კითხვა-პასუხი 

კითხვა-პასუხი


1. დიზაინი:

არის პროდუქტის გარეგნული სახე, გამოხატულება. პროდუქტად მიიჩნევა ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მაგალითად, ავეჯი, სამოსი, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, კვების პროდუქტები, სამედიცინო იარაღები, ფართო მოხმარების ნივთები, სავაჭრო და სარეკლამო მოწყობილობები, საფუთავები და სხვ.

დიზაინად იცვება ისეთი ობიექტებიც, რომლებსაც არ აქვთ მატერიალური საგნის სახე, მათ შორის გრაფიკული სიმბოლო, ლოგო, ტიპოგრაფიული შრიფტი და კომპიუტერული ინტერფერისი.

ამასთან, შესაძლებელია არა მთელი პროდუქტის, არამედ მისი ნაწილის დაცვაც:

შესაძლებელია აგრეთვე პროდუქტების ნაკრების (კომპლექტის), როგორც ერთი დიზაინის დაცვაც:

დიზაინად არ იცვება კომპიუტერული პროგრამები, ლანდშაფტური დიზაინი, ცოცხალი ორგანიზმები, ნატურალური ხილი და ბოსტნეული.

2. დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სიახლე - დიზაინი უნდა იყოს ახალი. სხვა სიტყვებით, დიზაინის განაცხადის საქპატენტში შეტანამდე არ უნდა არსებობს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სხვა იდენტური დიზაინი. დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი უმნიშვნელო ელემენტებით განსხვავდება.

იდენტური დიზაინები:


ინდივიდუალური ხასიათი - ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუ დიზაინი ინფორმირებულ მომხმარებელზე ახდენს იმ დიზაინებისგან განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას, რომლებიც მანამდე იყო უკვე საჯაროდ გახსნილი. ინფორმირებულ მომხმარებლად მიიჩნევა პირი, რომელიც დაინტერესებულია ამ პროდუქტით და აქედან გამომდინარე, გააჩნია სპეციალური ცოდნა ამ სფეროში. მაგ. ლუდის მოყვარული, ლუდის ბოთლებთან მიმართებაში. ინდივიდუალური ხასიათის შეფასებისას, გაითვალისწინება დიზაინის შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.

დიზაინი იცავს პროდუქტის მხოლოდ გარეგან მხარეს. ის არ იცავს მის ტექნიკურ ასპექტებს. ის არ იცავს ასევე, პროდუქტზე დატანილ სიტყვას ან სიტყვათა წყობას.

კანონი არ იცავს იმ დიზაინს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგსა და მორალს, მაგალითად, არ უნდა შეიცავდეს კომუნისტურ და ფაშისტურ სიმბოლიკებს:

3. დიზაინის დაცვა საქართველოში

ხდება მისი რეგისტრაციით. რეგისტრაციის პროცედურა, იწყება საქპატენტში განაცხადის წარდგენით. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც ელექტრონულად (მისამართზე - www.online.sakpatenti.org.ge) ასევე, მისი საქპატენტში უშუალო წარდგენით.

4. საგანაცხადო მასალები:

განაცხადი უნდა შეიცავდეს:
-განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე,
-დიზაინის გამოსახულებას;
განაცხადს უნდა ახლდეს:
-მინდობილობა - თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ;
-შეთანხმება - თუ განაცხადი წარდგენილია დიზაინერის უფლებამონაცვლის მიერ;
-პირველი განაცხადის ასლი - თუ მოითხოვება კონვენციური პრიორიტეტი;
-ოფიციალური გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა სარეგისტრაციოდ შემოტანილი დიზაინის გამოფენაზე ჩვენების თარიღის მითითებით - თუ მოითხოვება საგამოფენო პრიორიტეტი;

5. დიზაინების რაოდენობა განაცხადში:

განაცხადი შეიძლება შეიცავდეს 100-მდე დიზაინს, თუ ისინი მიეკუთვნება ლოკარნოს კლასიფიკაციის ერთ კლასს. ეს დიზაინები განიხილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

6. პრიორიტეტი:

უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით.
პრიორიტეტი აითვლება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან, მაგრამ შეიძლება მოთხოვნილი იყოს:
• საკონვენციო პრიორიტეტი
• საგამოფენო პრიორიტეტი

7. ექსპერტიზის პროცედურა და ვადები:

1. შეტანის თარიღის დადგენა - განაცხადის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში;
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა - შეტანის თარიღის დადგენიდან ერთი თვის ვადაში, მოწმდება საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე;
3. არსობრივი ექსპერტიზა - ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 3 თვის ვადაში - მოწმდება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები;
4. პირველადი გამოქვეყნება - განაცხადის მასალები ბიულეტენში ქვეყნდება არსობრივი ექსპერტიზის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა - პირველადი გამოქვეყნებიდან სამი თვის გასვლიდან ერთი თვის გადაში.

8. დაჩქარებული რეგისტრაცია

განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს განაცხადის შეტანისთანავე ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში:
დაჩქარებული პროცედურით საქმისწარმოება, არსობრივი ექსპერტიზის ჩათვლით სრულდება 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო დიზაინის რეგისტრაცია, გამოქვეყნება და მოწმობის გაცემა ხდება არსობრივი ექსპერტიზის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
* დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. თუ დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ, საქპატენტში შეტანილი იქნება უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებული დიზაინის მიმართ იარსებებს „დიზაინის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის "ბ" ან "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.

9. საფასურები

გადაიხდება განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნების, და სხვა ქმედებებისათვის. საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საფასურის გადახდისას განმცხადებელ-დიზაინერებზე ვრცელდება 70%–იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ-დიზაინერებზე – 90%–იანი შეღავათი.
განაცხადების ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში, მოწმობის გაცემის ჩათვლით საფასურებზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

10. მოქმედების ვადა

დიზაინი რეგისტრირდება განაცხადის შეტანიდან 5 წლის ვადით და მისი მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 5 წლით, 25 წლის ამოწურვამდე, თუ გადახდილი იქნება ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასური.

11. დაცვის ფარგლები

დიზაინის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება და მოიცავს ყველა დიზაინს, რომელიც ინფორმირებულ მომხმარებელზე არ ახდენს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას.

12. მფლობელის განსაკუთრებული უფლებები:

დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს მისი დიზაინის შემცველი პროდუქტის გამოყენება, რაც მოიცავს მის დამზადებას, გაყიდვას, იმპორტ-ექსპორტს ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარ ჩართვას და ასეთი პროდუქტის შენახვას ამ მიზნებისათვის.
დიზაინის მფლობელს უფლება აქვს გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, ან გასცეს ლიცენზია მის გამოყენებაზე.
დიზაინზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

13. დიზაინის დაცვა საზღვარგარეთ

შესაძლებელია:
• განაცხადის წარდგენით უშუალოდ იმ ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში, სადაც განმცხადებელს სურს განსაკუთრებული უფლებების მოპოვება;
• საერთაშორისო განაცხადის საფუძველზე, დიზაინის დაცვის გავრცელების მოთხოვნით ჰააგის შეთანხმების მონაწილე მხარეებში. ჰააგის სისტემაში დღეისათვის 74 მონაწილე მხარეა, რომელიც ფარავს 91 ქვეყანას.

* ზემოაღნიშნული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის. კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს პატენტრწმუნებულებს (ჩამონათვალი იხ. - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/patent_attorneys/) ან დარეკოთ საქპატენტის ცხელ ხაზზე - 2 25 25 33

დიზაინი

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო